კელი კლარკსონი (37 წლის)
  • მომღერალი
  • 24 აპრილი, 1982 წელი - დაიბადა ტეხასში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელიც პოპულარული გახდა მუსიკალური პროექტის „American Idol“-ის ტიტულის მოპოვებით. 
    მუსიკალური კარიერის დასაწყებად კელი კლარკსონი 2001 წელს ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მეგობრების ხელშეწყობითა და წახალისებით, 2002 წელს კლარკსონმა მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურსში - „American Idol: The Search for a Superstar“, რომლის გამარჯვებულიც გახდა. ამის შემდეგ ხმის ჩამწერ სტუდიასთან „RCA Records“-თან გააფორმა ხელშეკრულება და პროფესიული მუსიკალური კარიერა შექმნა. 2003 წელს კლარკსონის პირველი სადებიუტო ალბომი „Thankful“ გამოვიდა. ალბომი მსოფლიო მასშტაბით 4 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და მომღერალს დიდი პოპულარობა მოუტანა. ალბომის პირველი სინგლი „Miss Independent“ მომღერლის პირველი საერთაშორისო ჰიტი გახდა. 2003 წელს შედგა მომღერლის დებიუტი ფილმში „კელის ჯასტინისგან“, თუმცა ფილმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების მოლოდინი ვერ გაამართლა. მომდევნო წელს გამოვიდა მომღერლის რიგით მეორე ალბომი „Breakaway“, რომელიც კლარკსონის კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი აღმოჩნდა. ალბომისთვის მან ასევე ორი გრემის ჯილდო მიიღო.
    2011 წელს მომღერლის მეხუთე სტუდიური ალბომი „Stronger“ გამოვიდა, რომელიც წინამორბედის მსგავსად, დიდი წარმატებით სარგებლობდა და მომღერალს კიდევ ერთი გრემის ჯილდო შესძინა. მუსიკალური ნიჭის გარდა, კელი კლარკსონს წერის ნიჭიც აღმოაჩნდა. 2016 წელს გამოვიდა მისი პირველი საბავშვო წიგნი „River Rose and the Magical Lullaby“. 2019 წლის თებერვალში იყო  „The Voice“-ის მეთექვსმეტე სეზონის ერთ-ერთი წამყვანი. კლარკსონის თქმით, ის იქნება მრავალფეროვანი თოქ-შოუს „The Kelly Clarkson Show“-ს წამყავნი, რომლის პრემიერაც 2019 წლის სექტემბერშია დაანონსებული.

  • ჰყავს ქმარი - ბრენდონ ბლექსთოკი, მენეჯერი, რომელზეც 2013 წელს იქორწინა. ჰყავს ორი შვილი. 
    დედა - ჯინ კლარკსონი, ინგლისურის მასწავლებელი, ხოლო მამა - სტეფან მაიკლ კლარკსონი, ინჟინერი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ქერი ანდერვუდთან, ჯონ ლეჯენდთან, რებეკა მაკენტაირთან...

  • მისი ჰობია ოჯახთან დროის გატარება და სეირნობა.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top