სტივ ტაილერი (72 წლის)
  • "Aerismith"-ის წამყვანი ვოკალისტი
  • 26 მარტი, 1948 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მომღერალი და როკ-ჯგუფის "Aerismith"-ის სოლისტი, რომელმაც 1970-იან წლებში საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა. 
    Aerosmith 1970 წელს შეიქმნა, როდესაც ჯგუფის წევრები სტივენ ტაილერი, ჯო პერი და ტომ ჰამილტონი ბოსტონში გადავიდნენ და საერთო მუსიკალური პროდუქტის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. 1973 წელს გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო ალბომი „Aerosmith“, ალბომში შესული სინგლი „Dream On“ გახდა ჯგუფის სავიზიტო ბარათი. ამას მოჰყვა მეორე ალბომი „Get Your Wings“(1974), რომელმაც ჯგუფის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. 1976 წლისთვის ჯგუფი მონაწილეონდა ყველაზე მნიშვნელოვან როკ-ფესტივალებში, ხოლო სტივენ ტაილერი გახდა როკ-ვარსკვლავი და სექს-სიმბოლო. 
    70-იანი წლების მიწურულს იწყება ჯგუფის პოპულარობის დაცემა. ამის მიზეზი სტივენ ტაილერისა და ჯო პერის ნარკოდამოკიდებულება და ალკოჰოლიზმი გახდა. მათ, სტიმულატორებისა და ჰეროინის მოხმარებისთვის, ხშირად „ტოქსიკურ ტყუპებადაც“ მოიხსენიებდნენ. მოგვიანებით, სტივენ ტაილერმა აღიარა, რომ ნარკოტიკებში 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. 1982 წლისთვის ტაილერის ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებით გამძაფრდა. ის დადიოდა ნიუ-იორკის ქუჩებში და თავად ეძებდა დილერებს. 
    Aerosmith-ის აღორძინება დაიწყო მას შემდეგ, რაც სტივენი და პერი ჰიპ–ჰოპის ჯგუფს Run–D.M.C-ის შეხვდნენ და ჩაწერეს სიმღერა „Walk This Way“. ჰიტმა ბილბორდის ჩარტში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც იყო მანიშნებელი იმისა, რომ Aerosmith-ი წარმატებულად დაბრუნდა. 1987 წელს გამოვიდა ჯგუფის მომდევნო წარმატებული ალბომი „Permanent Vacation“, რომელმაც პლატინის ჯილდო მიიღო. ჯგუფისთვის წარმატებულად დაიწყო 90-იანი წლებიც. 1993 წელს გამოვიდა ალბომი „Get a Grip“, რომელიც დღემდე Aerosmith-ის ყველაზე წარმატებულ ალბომად ითვლება. ალბომში შესულია შემდეგი საერთაშორისო ჰიტები: "Cryin'", "Livin' on the Edge", "Eat the Rich", "Amazing" და "Crazy". აღსანიშნავია, რომ სტივენის შვილის, ლივ ტაილერის სამსახიობო დებიუტი შედგა ჯგუფის ვიდეო-კლიპში "Crazy".
    4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ჩანაწერი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი არტისტებმა გამოსამშვიდებელი ტურნე Aero-Vederci Baby! დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც Aerosmith-მა კონცერტი ბათუმშიც გამართა. დღესდღეობით, კოლექტივი ამერიკული ჰარდ როკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ბენდად ითვლება. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

  • ამჟამად დანიშნულია საკუთარ ასისტენტზე, ანი პრესტონზე.
    70-იან წლებში ხვდებოდა მოდელ ბებე ბუელს, რომლისგანაც შეეძინა შვილი - ლივ ტაილერი, მოდელი და მსახიობი.
    პირველი ცოლი - სირინდა ფოქსი, მოდელი, რომელსაც 1987 წელს გაშორდა. ჰყავთ ერთი საერთო შვილი - მია ტაილერი, მოდელი, რომელსაც სტივენმა სიმღერა „M.I.A” მიუძღვნა.
    მეორე ცოლი - ტერეზა ბერიკი, ტანსაცმლის დიზაინერი, რომელსაც 2005 წელს გაშორდა. ჰყავთ ორი საერთო შვილი. 
    2006 წელს დაინიშნა ერინ ბრედიზე(მოდელი), რომელსაც 2013 წელს დაშორდა.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ჯიმ კერისთან, ნიკი სიქსთან, მადონასთან, ლენი კრავიცთან, როდ სტიუარტთან, ბონ ჯოვისთან...

  • მისი ჰობია ცეკვა და სიმღერების წერა.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top