დავით (დეფი) გოგიბედაშვილი (51 წლის)
  • პოეტი, პერფორმერი
  • 21 ივნისი, 1968 წელი
  • დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1998 წელს გაიარა გოეთეს ინსტიტუტის ენის შემსწავლელი კურსები
     

     

  • არქიტექტორი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოეტი, პროზაიკოსი და პერფორმერი. მისი პერფორმანსები და ცნობილი ეპატაჟური პოლიტიკური აქციები ფართო საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი და განხილვის საგანი გახდა. იგი, აქტიურად უჭერდა მხარს ლიბერალურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებს. „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო დაუმორჩილებლობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა 25 წლის ასაკში დაიწყო. მისი ინსპირაციის წყარო ედგარ ალან პო იყო. 1994 წელს გამოაქვეყნა ესეების კრებული სახელწოდებით „მკვდარი დრო“, 2003 წელს კი გამოიცა მისი ლექსების წიგნი „ზურმუხტი და საფირონი“. განხორციელებული აქვს ორიგინარული ლიტარატურული პროექტები: „ოთხი სტიქია“, „ობსერვატორია“. გამოცემული აქვს აუდიოალბომი „ამიშვი ცამდე“. არის ავტორი რომანისა „დემნა გედევანიშვილი“ და სხვა პოეტური კრებულებისა. 2004 წელს დაარსა პოეტური ორდენი „სამკაული“. არის პულიცერის პრემიის ლაურეატი და საქართველოს უნივერსიტეტის შემოქმედებითი კონსულტანტი. მისი მოთხრობა „დასასრულამდე“  შეტანილია ამერიკულ მსოფლიო გამოცემაში.
    ლიტერატურული საქმიანობის პარალელურად, იგი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და აკრიტიკებეს, როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ მდგომარეობასაც. ხშირია, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებებიც მასსა და საზოგადოებას შორის. ხან მისივე „გვარის უარყოფის“ გამო, ხან კი მისივე ნაწარმოებების კრიტიკის გამო.  ამჟამად ცხოვრობს ნიუ-იორკში და როგორც თავად ამბობს, ტაქსის მძღოლად მუშაობს.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • აღიზიანებს უტიფარი უმეცრება, მეგობრობს ღმერთთან, ეძებს - დროს, აინტერესებს თუ სადამდე მივა, ახსოვს მისი ცხოვრება, წამს უკვდავებისა და წინასწარმეტყველების.
  • 2017 წელს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ, დეფის პოეზია, კრებული „სააღდგომო ლექსები“ საღმრთო ლიტურგიაში ოფიციალურად შეიტანა. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში, არის არაერთი შემეცნებითი მედიაპროექტის ავტორი.

ეს პერსონა
Top