სელინ დიონი (52 წლის)
  • მომღერალი
  • 30 მარტი, 1968 წელი - დაიბადა კვებეკში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ფრანგი-კანადელი მომღერალი, რომელმაც თავისი ვოკალური სიმძლავრით საერთაშორისო ყურადრება 1990-იან წლებში მიიქცია. 
    ახალგაზრობიდანვე უკვე პოპულარულმა მომღერალმა, სელინ დიონმა ცხრა ფრანგულენოვანი ალბომი ჩაწერა და მოიგო მრავალი ჯილდო, მათ შორის „ევროვიზია 1988“. 1990 წელს დიონმა თავისი პირველი ინგლისურენოვანი ალბომი „Unison“ გამოუშვა. რომანტიული ბალადა “Where Does My Heart Beat Now“ გახდა მისი პირველი სინგლი, რომელიც ა.შ.შ-ის ტოპ ათეულში მოხვდა. დიონის ნამდვილი გარღვევა პოპ მუსიკაში 1992 წელს მოხდა, როდესაც პიბო ბრაისონთან ერთად ჩაწერა ჰიტი დისნეის ანიმაციური ფილმისთვის „მზეთუნახავი და მხეცი“. დუეტმა სიმღერისათვის გრემის ჯილდო მიიღო. ამის შემდეგ, მომღერალმა 1993 წელს გამოუშვა ალბომი „The Colour of My Love“. ალბომი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა მომღერლისთვის და თავისი ვოკალური შესაძლებლობებით, საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა. 
    1996 წელს გამოდის დიონის სინგლი „Because You Loved Me“, რომელიც ჩარტების სათავეში მოექცა. თუმცა, მომდევნო წელი დიონისთვის კიდევ უფრო დიდი დიდების მომტანი აღმოჩნდა. 1997 წელს, ფილმისათვის „ტიტანიკი“, სელინმა ჩაწერა სიმღერა „My Heart Will Go On“. სიმღერა მსოფლიოს მასშტაბით გამოსვლისთანავე გახდა პოპულარული, მოიპოვა ოსკარი და მომღერალს, ახალი ალბომის გაყიდვაშიც შეუწყო ხელი. მიღწეული წარმატებისთვის, დიონს 1998 წელს  კვებეკის ეროვნული ორდენი გადასცეს. 
    2000 წელს სელინმა საოჯახო ცხოვრებას მიჰყო ხელი და სამომღერლო კარიერას ცოტა ხნით ჩამოშორდა. სცენას 2002 წელს, ახალი ალბომით „A New Day Has Come“ დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ დიონი ჩარტებში ისე აღარ დომინირებდა, როგორც წარსულში, ის კვლავ პოპულარულ არტისტად რჩებოდა. ჟურნალ „Forbes“-ის მიხედვით, მომღერლმა 2009 წელს, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და მადონას შემდეგ, ყველაზე მდიდარ მომღერალ ქალთა სიაში დაიკავა ადგილი.
    დიონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ვოკალისტად ითვლება. ის ითვლება პოპის დედოფლად, რომელმაც 1990-იანი წლებში, ხმის ჩამწერ სტუდიებზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მისმა ვოკალურმა და მუსიკალურმა სტილმა, მერაია ქერისა და ვიტნი ჰიუსტონთან ერთად, ჩამოაყალიბეს თანამედროვე ქალი პოპ ვოკალისტების სიმღერის სტილი. 

  • ქმარი - რენე ანგელილი, პროდიუსერი. მათ 1994 წელს, კვებეკში იქორწინეს. 2016 წელს, რენე ყელის კიბოთი გარდაიცვალა. ჰყავს ტყუპები - ედი და ნელსონი. მამა -ადემარ დიონი, ყასაბი, ხოლო დედა - ტერეზა ტანგი, დიასახლისი.

  • არის კანადის მოქალაქე
  • მეგობრობს პეპე მუნოზთან, ბარბარა სტრეიზანტთან, ადელთან, ალიშა ქისთან...

  • მისი ჰობია ჩოგბურთი, თხილამურებზე სრიალი და შვილებთან ერთად სეირნი.
ეს პერსონა
Top