ანანია გაჩეჩილაძე (24 წლის)
  • "აიისა" დამფუძნებელი
  • 15 აგვისტო, 1995 წელი
  • დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტი. სწავლობდა, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებებზე.

  • პოლიტიკის მეცნიერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“-ს დამფუძნებელი. ამ იდეის განხროციელებაზე იგი დიდხანს ფიქრობდა, ყოველთვის აინტერესებდა სექსთან, პორნოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხები. 2016 წელს, ერთ-ერთი ფესტივალის შემდეგ, გაუჩნდა ბიზნეს გეგმა, რომ ეწარმოებინა პრეზერვატივები სხვადასხვა თემატიკის სტიკერებით. ბიზნესი 60 ლარით დაიწყო, ერთ-ერთ ფლი-მარკეტზე გაიტანა თავისი პროდუქცია, რომელზეც გამოსახული იყო ფელამუში, ჩაქაფული, ხილი. მისმა ბიზნესმა, საკმაოდ, კარგად იმუშავა და თანდათანობით განვითარებაც დაიწყო. იგი პრეზევატივზე გამოსახული სხვადასხვა მიმებით სტერეოტიპების ნგრევას ცდილობდა. თუმც, პრეზერვატივებზე თამარ მეფისა და „ქართლის დედის“ გამოსახულებებმა მოსახლეობაში დიდი აღშფოთება გამოიწვია და სასამართლომ არაეთიკურობისთვის მისი კომპანია 500 ლარით დააჯარიმა. ამ ფაქტს, ანანიასთვის ხელი არ შეუშლია, რომ შემდგომში, თავად მოსამართლე ლევან მურუსიძის გამოსახულებით პრეზერვატივი გამოეშვა. თავისი ბიზნესის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში. მონაწილეობს ქუჩის აქციებში და თვლის, რომ ქვეყნის სამსახურში დგომა, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მისი მოვალეობაა. გენდერული თანასწორობის მომხრეა და მხარს უჭერს „თბილისი პრაიდის“ გამართვას. ებრძვის ყველანაირ ჰომობობიურ დამოკიდებულებას.

  • დაქორწინებული არასდროს ყოფილა. მამაკაცების მხრიდან კი რამდენჯერმე გამხდარა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ამის გამო, პოლიციაშიც კი შეუტანია საჩივარი, მაგრამ უშედეგოდ.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • რამდენიმე წელი მუშაობდა ჟურნალისტად.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top