გურამ ბაღდოშვილი (44 წლის)
  • შეფ-მზარეული
  • 06 სექტემბერი, 1975 წელი
  • სწავლობდა რუსეთში გლიზინის სახელობის სახელმწიფო სასწავლებელში ესტრადის განხრით

  • მუსიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი კულინარიული მოღვაწეობით. საქართველოში, ფართო აუდიტორიამ ის გაიცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საშუალებით. იგი გადაცემა „ჩემი სამზარეულოს წესების“ ჟიურის წევრი იყო. მკაცრი, მომთხოვნი და კულინარიის ექსპერტი, მუდამ შიშსა და რიდს იწვევდა მონაწილეებს შორის. მისი აზრი და შეფასება  ყოველთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იყო მათთვის. ამავე ტელეარხზე უძღვებოდა გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ კულინარიის ბლოკს. მუშაობა და კარიერაზე ზრუნვა 15 წლის ასაკში დაიწყო სასტუმრო „აჭარის“ სამზარეულოში. შემდეგ, რუსეთში გაემგზავრა, ბოლოს კი პორტუგალიაში აღმოჩნდა. დაახლოებით, 12-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში იგი იყო ზღვისპირა კლუბისა და რესტორნის NoSoloÁgua-ს შეფ-მზარეული. მუშაობდა მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნებში. პორტუგალიაშივე, გახსნა საკუთარი რესტორანი „კოფიგრილი“. ამბობს, რომ ხშირად სტუმრობდნენ მაღალი რანგის და თანამდებობის პირები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, სპორტსმენები, განსაკუთრებით რონალდო და ზიდანი, რომელთაც პირადად ემსახურებოდა და დღემდე მათი ახლო მეგობარია. საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ, მან დაარსა რესტორანი „ანონა“, სულ ახლახანს გახსნა „ჩვენი“. ამბობს, რომ მკაცრია და პერსონალისგან მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს.

  • ცოლი არ ჰყავს, მაგრამ მისი გული დაკავებულია. რაც შეეხება შვილებს, არ იცის ჰყავს თუ არა, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ არავინ გამოხმაურებია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • არის „პავილიონის“ და „ასკანელების“ რესტორნის აღმასრულებელი დირექტორი. ასევე, დუბაიში გახსნილი ქართული რესტორნის „modi”-ის შეფ-მზარეული. პროფესიით მუსიკოსია, აქვს გამორჩეული ხმის ტემბრი და შესრულების მანერა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top