გიორგი არველაძე (41 წლის)
  • ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი დირექტორი
  • 10 ივლისი, 1978 წელი
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტში სახელმწიფო მართვას

  • დიპლომატი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დირექტორი და მოდელირებული „ქრონიკის“ ავტორი. გადაცემა 2010 წელს გავიდა ეთერში და რუსეთ-საქართველოს განახლებულ ომს შეეხებოდა. იმიტირებულმა „ქრონიკამ“ დიდი რეზონანსი და გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში და უარყოფითად შეფასდა. არველაძემ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა რომ,  ,,საბოლოო ჯამში მიღებული შედეგი, ეთიკური თვალსაზრისით, მძიმე აღმოჩნდა. თუმცა, ეს არ წარმოადგენდა ამ გადაცემის გეგმასა და მიზანს. მთავარი პრინციპი იყო, რომ საზოგადოება გაფრთხილებული ყოფილიყო და გადაცემის დასაწყისში ეს ასეც გაკეთდა“.  არველაძე ტელეკომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობას 2009-2012 წლებში იკავებდა, შემდეგ კი „იმედი“ კვლავ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. იგი მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. 2005-2006 წლებში მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, 2006-2008 წლებში კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.  2014 წელს კიეველი პოლიტიკოსების ქართველის „მრჩევლების“ რიგს ისიც შეემატა და იულია ტიმოშენკომ თავის გუნდის წევრადაც მიიღო.
    არველაძე, საკმაოდ, მწვავე და კრიტიკული ფეისბუქ პოსტებით გამოირჩევა. ხან ყოფილ თანაგუნდელებს უპირისპირდება, „ევროქოცებს“ უწოდებს მათ (გოკა გაბაშვილი, გიგი უგულავა) და აცხადებს რომ, მას თავისი პრინციპებისთვის არასდროს უღალატია და მათ მსგავსად, არც მოგვიანებით გაუცნობიერებია თუ რა ცუდი ყოფილა მიხეილ სააკაშვილი. ასევე, ის უარყოფითად არის განწყობილი ქართველი ახალგაზრდობის მიმართ და პირდაპირ შეურაცხყოფასაც აყენებს მათ - „საქართველოს ახალგაზრდობას და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი, უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი. ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეგ გელით“ - წერდა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე

  • ჰყავდა მეუღლე ალინა არველაძე, რომელიც „იმედში“ გასართობ გადაცემებზე მუშაობდა. ის „თბილისი ლაივის“ პროდიუსერი იყო და საკმაოდ ხმაურიან გადაცემებსაც აკეთებდა თიკო სადუნიშვილთან ერთად.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • გიორგი არველაძე 2013 წელს დაინიშნა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად.  2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანი, 2002-2003 წლებში კი თბილისის საკრებულოს წევრი. 2001-2002 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა, 2000-2001 წლებში კი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტისას.  1998-2000 წლებში მუშაობდა თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე არსებული საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ანალიტიკურ ცენტრში.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top