ირაკლი აბესაძე (38 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 11 ივნისი, 1981 წელი
  • ირაკლი აბესაძე 1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი პოლიტიკური კარიერითა და მოღვაწეობით. ამჟამად იგი პარლამენტის წევრია, პარტია „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიით. 2011 წლის 26 მაისის აქციის დროს, ირაკლი აბესაძე იყო სწორედ ის პირი, რომელმაც ნინო ბურჯანაძე გააფრთხილა, თუ აქცია არ დაიშლებოდა და აღლუმის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ ისინი, მათ ძალისმიერი მეთოდით დაშლიდნენ. 2018 წლის სექტემრიდან აბესაძე ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძებო კომისიის წევრი იყო.  საგამოძიებო პერიოდში, იგი აღნიშნავდა რომ, პროცესი მირზა სუბელიანი გამო სწორი მიმართულებით არ მიმდინარეობდა და გიორგი გახარიასა და თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვდა. 

  • 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ქეთევან მანგოშვილია. შემდგომი წლების დეკლარაციები კი მსგავს ინფორმაციას აღარ შეიცავს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2016 წლიდან ირაკლი აბესაძე საქართველოს პარლამენტის წევრია. 2017 წლამდე იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ხოლო 2017 წლიდან პარტია „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა. 2014-2016 წლებში იგი თბილისის საკრებულოს წევრი გახდლათ, ხოლო 2013-2014 წლებში კი თბილისის მერის მოადგილე. სხვადასხვა წლებში თბილსისი მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის ინპექციის უფროსის მოადგილის და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. იყო თავდაცვისა და უშიშროების და ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top