დავით ავალიანი (57 წლის)
  • „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
  • 14 აგვისტო, 1962 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

  • მედიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მისი სახელი უკავშირდება „თბილისის განვითარების ფონდსა“ და ფონდიდან თანხების უკანონო გაფლანგვა-მითვისებას. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. 2013 წელს კი აღიარებითი ჩვენების მიცემის შემდეგ სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

  • ჰყავს მეუღლე ნინო ტურძილაძე და შვილები: სალომე და ანა ავალიანები. მისი მეუღლე ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი იყო.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • დავით ავალიანი 2007 წლიდან თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. 2009 წელს ძველი თბილისის გამგებელი გახდა. იყო „თბილისის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top