მამუკა ახვლედიანი (46 წლის)
  • თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი
  • 24 ივნისი, 1973 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია და ქ.თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი თეოლოგიის სპეციალობით

  • თეოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი აქტიური წვერი. თუმცა, 2017 წელს მან პარტია დატოვა და ახლად დაარსებული ოპოზიციური გაერთიანების „ევროპული საქართველოს“ წევრი გახდა. ამ გაერთიანებაში თავი მოიყარეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა, რომლებიც გარკვეული კუთხით დაუპირისპირდნენ მას. ახვლედიანი „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლის დღიდან, აქტიურად იბრძვის  ხელისუფლების წინააღმდეგ. 2006-2010 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობაში ყოფნის დროს, იგი თბილისის მერის პირველი მოადგილე იყო. ხელმძღვანელობდა პროექტ „ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეს“, რომელიც 2009-2010 წლებში ხორციელდებოდა. პროექტის თანახმად, თბილისის მერიამ დეველოპერული კომპანიებისგან საცხოვრებელი ფართები შეიძინა და გადასცა იმ ადამიანებს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ. 2017 წელს მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იქნა დაბარებული და მას, პროექტის ფარგლებში, თანხის მითვისებას და გადასახადებზე უარის თქმას ედავებოდნენ. იგი ვარაუდობდა, რომ ბრალს წარუდგენდნენ, რადგან ყველა დოკუმენტზე ხელი მას ჰქონდა მოწერილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მამუკა ახლედიანი 2014 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს წევრია. 2013-2014 წლებში იყო საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძველი თბილსის“ თავმჯდომარე. იკავებდა, ასევე ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობასაც. 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი. 90-იან წლებში ასწავლიდა რელიგიის ისტორიას და საპატრიარქოს საგამომცემლო „კალენდრის“ რედაქციის შემდგენელ-რედაქტორად მუშაობდა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top