დავით ბაქრაძე (47 წლის)
  • „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
  • 06 ივლისი, 1972 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი. ასევე, სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი, სახელმწიფო მოხელის განხრით. სწავლობდა ნატოს თავდაცვით კოლეჯში.

  • ფიზიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით. იგი პოლიტიკაში 2004 წელს ნინო ბურჯანაძის გუნდთან ერთად მოვიდა. 2007-2008 წლებში კონფლიქტის მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გახდა. თუმცა, ამ პოზიციაზე დიდხანს არ უმუშავია და მალევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. მან ეს თანამდებობაც რამდენიმე თვეში დატოვა, კერძოდ, 2008 წლის ივნისიდან იგი პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით მოგვევლინა. სულ რამდენიმე თვეში, საქართველოსა და რუსეთს შორის ომი დაიწყო და ბაქრაძეც, აქტიურად მოუწოდებდა მოსახლეობას მზადყოფნისაკენ და ყველანაირი ხერხით თავდაცვისაკენ. სწორედ, მას ეკუთვნის ფრაზა დანებითა და ჩანგლებით ოკუპანტისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ. თუმცა, თავად ბაქრაძე ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს უთქვამს და მას ჟირაფის ეფექტს მიაწერს. ირკვევა, რომ ომის მიმდინარეობის პერიოდში, ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ მაკა მეტრეველმა HSBC ბანკში 80,000 ლარამდე გადარიცხეს. ეს თანხა მის არც ერთ დეკლარაციაში არ იქნა ასახული. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, ამ საქმის გამოძება განახლდა, ბაქრაძე პროკურატურაშიც კი იქნა დაბარებული. იგი ამ ფაქტს, იმით ხსნიდა, რომ ეს თანხა მას კი არა, მის სიმამრს ეკუთვნოდა. სულ მალე გამოძიება შეწყდა და საქმეც დაიხურა. 2012 წლამდე ბაქრაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მან ოპოზიციაში გადაინაცვლა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, იგი სტრასბურგში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბაქრაძესთან და მოუწოდებდა დაეტოვებინა  პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გუნდში გადასულიყო. თუ რა პასუხი გასცა ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ივანიშვილს, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ 2013 წელს მან ენმ-ს სახელით კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში, მის პოზიციას ნათელს ჰფენს. 2017 წლის იანვარში, მან დატოვა პარტია, „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა და თავმჯდომარეც კი გახდა. 2018 წელს მან, კვლავ მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, ამჟამად სხვა კოალიციის სახელით. მისი მთავარი ლოზუნგი იყო „საიმედო ხვალინდელი დღე“. გამარჯვება ვერ შეძლო, ამიტომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შეუერთდა და მეორე ტურში თავის ამომრჩეველს მოუწოდა ვაშაძესთვის დაეჭირათ მხარი. ყველა მისი მცდელობა კრახით დასრულდა. იგი, კვლავ აქტიურად აგრძელებს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას და მათ მმართველობას უძრაობისა და უპერსპექტივობის პერიოდს უწოდებს. საერთაშორისო სოციალურ კვლევებში ის არაერთხელ ლიდერობდა იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან ყველაზე დიდი სიმპატიით სარგებლობდნენ და ის ყველაზე ნაკლებად ხვდებოდა მოწიანააღმდეგეთა რისხვის ობიექტი.

  • ჰყავს მეუღლე მაკა მეტრეველი და ორი შვილი. მაშინ, როდესაც მისი მეუღლე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, პროფესიით ენდოკრინოლოგმა მაკა მეტრეველმა, ბაქრაძის პატრონაჟით, დააფუძნა „Georgian fashion week” და მისი მთავარი ორგანიზატორიც გახდა. მეტრეველი სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც თბილისის მერიაში, ასევე მარკეტინგის მიმართულებით. ბაქრაძის თქმით, ოჯახი მისთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს, მის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ნატოს თანხმობის მოპოვება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე ცალსახად აფიქსირებდა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყანა. 2012 წელს შალვა რამიშვილმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ბაქრაძე და მისი ოჯახი, ბიუჯეტის დაფინანსებით, აფრიკაში იყო დასასვენებლად წასული. თამარ ჩუგოშვილიც საუბრობს ბაქრაძის მხირდან ბიუჯეტის ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაზე და აღნიშნავს, რომ ის „2 წელია რაც ბიუჯეტის ხარჯზე „შოპინგობსო“. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, განიარაღებისა და შეიარღების კონტროლის სამმართველოს უფროსად.

     

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top