აკაკი ბობოხიძე (55 წლის)
  • პარლამენტის წევრი
  • 14 სექტემბერი, 1964 წელი - დაიბადა ხონში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი

  • მათემატიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით. იგი 5 გზის პარლამენტის წევრია. 2001 წლიდან „საინიციატივო ჯგუფის“ სახელით შევიდა პარლამენტში და აგერ, უკვე 18 წელია შეუცვლელად უკავია ეს ადგილი. ოღონდ, მცირედი სხვაობებით, ხან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ხან კი „ევროპული საქართველოსი“. ენმ-ში 13 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, გადაწყვიტა ბოკერია-ბაქრაძის ფრთას შეერთებოდა და საკანონმდებლო ორგანოში ამ პარტიის სახელით გაეგრძელებინა საქმიანობა. ისედაც და ასედაც, არსებული ხელისუფლების მოწინააღმდეგეა და მისი გამოსვლები ყოველთვის ემოციურობით ხასიათდება. „ოცნების“ წევრებთან დაპირისპირებას „ორი კახპა ბოზი ქალის ურთიერთობას ადარებს“ და ამბობს, რომ ორივე ხელისუფლება, წინაც და ახალიც ერთმანეთზე უარესები არიან.  გამოსავლის ძიებაში, ბობოხიძისთვის პარლამენტი, საბრძოლო ასპარეზად იქცევა ხოლმე და ხან ირაკლი კობახიძესთან მოსდის კამათი და ხან, რუსი დეპუტატის მაგივრად ესტონეთის წარმომადგენელს ასხამს წყალს. ეს უკანასკნელი ფაქტი გავრილოვის ვიზიტს უკავშირდება, რა დროსაც ბობოხიძემ წყლის შესხმა არ იკმარა და ამ სიტყვებით მიმართა გავრილოვს: „ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ კიდეცო“.
    რაც შეეხება, ლგბტ თემის საკითხთან განვითარებულ მოვლენებს, ბობოხიძის აზრით, საქართველოში ბევრი ღირსეული და ისტორიული პიროვნება ჰომოსექსუალი იყო და ხელისუფლების სათავეში წარმოდგენილიც კი გვყავდა მსგავსი ორიენტაციის ადამიანი. აქედან, გამომდინარე მისთვის ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობა არ არის და „ვასაძის გუნდში“ მის ადგილს ვერ ხედავს.

  • ჰყავს მეუღლე და შვილები. მისი ძმა ლევან ბობოხიძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო, რომელიც რამდენიმე ბრალდებით 2014 წელს ციხეშიც კი მოხვდა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • პარლამენტარობის გარდა, ბობოხიძე იყო სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში და ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი. 2008-2012 წლებში იკავებდა ქუთაისისა და წყალტუბოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობას.

ეს პერსონა
Top