გიორგი გაბაშვილი (46 წლის)
  • ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისი“ თავმჯდომარე
  • 09 იანვარი, 1973 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. სწავლობდა გერმანიაში, ზაარბრუკენის უნივერსიტეტში გერმანისტიკისა და ფილოლოგიის მიმართულებით

  • გერმანისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით. პოლიტიკურ პროცესში იგი 1991 წლიდან ჩაერთო, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
    1997 წლიდან დაიწყო მუშაობა განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში, რამდენიმე წელიწადში კი პარტია „გაერთიანებული დემოკრატების“ გენერალური მდივანი გახდა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა, გაბაშვილი მათ რიგებში გაწევრიანდა და 2004 წელს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაც კი დაიკავა. 2012 წელს, როდესაც მთავრობა შეიცვალა, გაბაშვილმა ოპოზიციონერთა რიგებში გადაინაცვლა და პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი მოირგო. თუმცა, 4 წელიწადში, 12 წლიანი ურთიერთობის მიუხედავად, „ნაცებისა“ და მისი გზები გაიყო, ბოკერიას ფრთას შეუერთდა და პარტია „ევროპულ საქართველოში“ გაერთიანდა. ამ მომენტიდან იგი „მიშას პერიოდის“ კრიტიკას აღარ ერიდებოდა და ხან, 2007 წლის იმედის დარბევას ხელისუფლების უდიდეს ნაკლს უწოდებდა და ხან, თავად სააკაშვილის ნაბიჯებს არასწორ ქმედებებად აფასებდა. „ერთ დროს, ლიბერალური, ცივილიზებული და დასავლური ღირებულებების ლიდერი იყო. ხელისუფლების ლანდის დევნას, ასეთად დარჩენილიყო არ ჯობდა? ძალიან სამწუხაროა“ - აღნიშნავდა ის.
    ამავდროულად, გაბაშვილი რის ოპოზიციონერი იყო, რომ არსებულ უმრავლესობისა და მათ ლიდერებისთვის სხვადასხვა ნაკლი არ მოეძებნა და მათ წინააღმდეგ „ხმალამოღებულს“ არ ებრძოლა. იგი, განსაკუთრებით გახარიას, ივანიშვილისა და კალაძის მიმართ გამოირჩეოდა კრიტიკული შეფასებებით.

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის საქართველოქ მოქალაქე
  • იყო მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. საავტორო ტელეპროექტის „აზარის“ ხელმძღვანელი და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კოორდინატორი.

ეს პერსონა
Top