მიხეილ გოგოტიშვილი (44 წლის)
  • „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
  • 09 თებერვალი, 1975 წელი - დაიბადა ქალაქ ოზურგეთში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • პოლიტიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი. იგი დაახლოებით, 9 წელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და იკავებდა ამავე პარტიის ოზურგეთის ოფისის თავმჯდომარის პოსტს. 2017 წლამდე იყო ოზურგეთის საკრებულოს წევრი. საკრებულოდან წამოსვლის შემდეგ, მალევე, პარტია „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა. მისმა კოლეგებმა, ეს ნაბიჯი - ღალატად ჩათვალეს, ხოლო, თავად მან კი მისი გადაწყვეტილება ასე ახსნა - „დღეს „ევროპული საქართველო“ არის ბირთვი, რომელიც ხელისუფლებას მართავდა და ძალიან ბევრი წარმატებაც მოუტანა ჩვენს ქვეყანას. „ნაციონალებიდან“ წამოსვლის შემდეგ ჩვენს მიმართ ნდობა გაიზარდა. არ უნდა ჩამოყალიბდეს დიქტატურა ერთი ადამიანის გარშემო. პროდასავლურმა პარტიებმა უნდა შევძლოთ გაერთიანება და ამ ხელისუფლების აქედან გასტუმრება“. ოზურგეთის მერის არჩევნებში, იგი მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს „ევროპული საქართველოს“ სახელით. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top