თენგიზ გუნავა (43 წლის)
  • პარლამენტის წევრი
  • 29 მარტი, 1976 წელი - დაიბადა ქალაქ ზუგდიდში
  • დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტიის „იბერიის“ სამართალმცოდენობის ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი. იგი წლების განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და სწორედ, ამ პარტიის სახელით შევიდა 2016 წელს პარლამენტში. 1 წელში კი, პარტია „ევროპული საქართველოში“ გადავიდა და დავით ბაქრაძის გუნდს შეუერთდა. 2012 წელს, ის გენერალური ისნპექციის უფროსად დაინიშნა. თუმცა, მალევე დააპატიმრეს იარღისა და ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. 2013 წელს, ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გამგებლად დანიშნა. სააკაშვილი მას, 2008 წლის აგვისტოს გმირად მოიხსენიებდა და აღნიშნავდა, რომ, სწორედ გუნავას დამსახურებით, ქვეყანაში აღიკვეთა წვრილმანი ხულიგნობა, ყაჩაღობები და სხვა დანაშაულობები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი აქტიური ოპოზიციონერი გახდა. ის, რამდენჯერმე პროკურატურაშიც კი იქნა დაბარებული, განსხვავებული ბრალდებებით. ერთ-ერთი „კორცხელის ინციდენტს“ შეეხებოდა, სადაც, საარჩევნო უბანთან, მასსა და რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკა მელიაც იყო. ხშირად, საკუთარ უკმაყოფილებას არსებული ხელისუფლების მიმართ, ფეისბუქის საშუალებითაც გამოხატავს.

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული სამდივნოს სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი. იყო სამხარეო სამმართველოს უფროსი. წლების განმავლობაში, მუშაობდა შსს-ში სხვადასხვა თანამდებობებზე.  ფლობს ვახტანგ გორგასლის ხარისხისა და ღირსების ორდენებს. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top