მარშალ მეზერს (ემინემი) (47 წლის)
  • რეპერი
  • 17 ოქტომბერი, 1972 წელი - დაიბადა სენტ-ჯოზეფში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია სასცენო სახელით ემინემი(Eminem) - ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან რეპერად არის მიჩნეული. 
    ემინემი 14 წლის იყო, როდესაც რეპი დაიწყო. ინდუსტრიაში დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა, რადგან ძირითადად შავკანიანები დომინირებდნენ. მიუხედავად ამისა, ის განაგრძობდა საკუთარ თავზე მუშაობას და მეგობარ რეპერთან, Proof- თან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი  D12, რომელიც ექვსი წევრისგან შედგებოდა. მალე ემინემმა „FBT Productions“-თან კონტრაქტი გააფორმა და გამოუშვა სადებიუტო მინი- ალბომი „Infinite“. ალბომით დეტროიტის დიჯეები არ დაინტერესდნენ. ამას თან ერთვოდა ის ფინანსური სირთულეები, რისი გადალახვაც ემინემის ოჯახს უწევდა. ემინემის სახლი რამდეჯერმე გაქურდეს, თვითონ კი, საკმაოდ დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა, სადაც ჭირჭელს რეცხავდა და საჭმელს ამზადებდა. 
    ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ემინემმა შექმნა სადისტური და მოძალადე ალტერ ეგო Slim Shady. 1997 წელს რეპერმა ჩაწერა ალბომი „Slim Shady EP“. ალბომში ნახსენებია ნარკოტიკების მოხმარება, სექსუალური აქტები, ძალადობა. აგრეთვე მიმოიხილება სიღარიბე, ქორწინება, ოჯახთან დაკავშირებული სირთულეები და ჟღერს მისი პირდაპირი პროტესტი კრიტიკის მიმართ. სახლიდან გამოსახლების შემდეგ, ემინემი ლოს-ამჯელესში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც  Dr. Dre-მ მოისმინა ემინემის ჩანაწერები, ხმამაღლა თქვა „იპოვეთ ახლავე“. სწორედ Dr. Dre-სთან თანამშრომლობის შემდეგ, 1999 წელს  გამოვიდა რეპერის ალბომი „The Slim Shady LP“. ალბომის გამოცემას მოჰყვა კრიტიკოსთა აღიარება და კომერციული წარმატება. კრიტიკოსები გამოარჩევდნენ რეპერის ტექსტების უნიკალურ სტილს. ალბომმა ემინემი მაღალპროფილიან, ცნობილ რეპერად აქცია.
    ამას მოჰყვა ალბომები: „The Marshall Mathers LP“(2000), რომელმაც გაყიდვებით ამერიკაში რეკორდი მოხსნა და „The Eminem Show“(2003), რომელიც ასევე კომერციული წარმატებით სარგებლობდა - მსოფლიო მასთაბით 30 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. 2002 წელს ემინემის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „მერვე მილი“, რომელშიც რეპერო ბი-რებითის პერსონაჟს ანსახიერებს. ემინემმა ფილმის საუნდტრეკისთვის „Lose Yourself“ მოიპოვა ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის.
    2005 წელს ემინემმა გამოსცა სიმღერათა კრებული „Curtain Call: The Hits“, რომელმაც მუსიკალურ ინდუსტრიაში დაძრა ხმები, თითქოსდა რეპერი მუსიკალური კარიერის დასრულებას აპირებდა. მუსილაური პაუზის შემდეგ, ემინემი საზოგადოებას ახალი ალბომით „Relapse“ გამოუშვა. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, ემინემს 10 ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წლის 31 აგვისტოს რეპერმა მეათე სტუდიური ალბომი „Kamikaze“ გამოუშვა, რომელმაც მალევე ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

  • ამჟამად არ არის დაქორწინებული.  ორჯერ იქორწინა კიმბერლი სკოტზე. პირველად 1999 წელს. 1995 წელს, ქორწინებამდე შეეძინათ ბავშვი - ჰეილი.  წყვილი ერთმანეთს 2001 წელს დაშორდა. 2006 წელს ხელმეორედ იქორწინეს, თუმცა იმავე წლის აპრილში დაშორდნენ. 
    დედა - დებორა ნელსონი, ხოლო მამა - მარშალ ბრიუს მაზერსი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მისი ჰობია მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება.
ეს პერსონა
Top