არმანდო პერესი (პიტბული) (38 წლის)
  • რეპერი
  • 15 იანვარი, 1981 წელი - დაიბადა მაიამიში
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც გრემის მფლობელი ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება სადებიუტო ალბომის „M.I.A.M.I.“ გამოშვებით მოიპოვა. 
    სკოლის დამთავრების შემდეგ, არმანდო პერესი სარეპერო კარიერის შექმნაზე ფოკუსირდა. რეპერის თქმით, სასცენო სახელად „პიტბული“ ძაღლების გამო შეარჩია, რადგან „ისინი, ძირითადად იმას აკეთებენ, რასაც მე“. ლილ ჯონთან შეხვედრის შემდეგ, პიტბულმა რეპერის ალბომის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე სიმღერაც ჩაწერა, რომელიც ლილ ჯონის ალბომში „Kings of Crunk“(2002) შევიდა. 
    2004 წელს რეპერმა სადებიუტო ალბომი „M.I.A.M.I.“ გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში 32-ე ადგილი დაიკავა. ამის შემდგომ მონაწილეობა მიიღო ტურნეში, რომლის ჰედლაინერები იყვნენ  Eminem-ი და 50 Cent-ი. 2006 წელს გამოვიდა რეპერის მეორე ალბომი „El Mariel“, რომელიც მამამისის ხსოვნას მიუძღვნა. ალბომმა მომღერალს დიდი წარმატება მოუტანა. პიტბულის ყველაზე წარმატებული ალბომი აღმოჩნდა „Rebelution“ (2009), რომლის პირველმა სინგლმა „I Know You Want Me (Calle Ocho)“ ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. პოპ-ბარსკვლავად დამკვიდრების შემდეგ, პიტბულმა ჯენიფერ ლოპესთან ჩაწერა სინგლი „On the Floor“, რომელიც ჩარტების სათავეებში მოექცა. იმავე წელს რეპერმა რიგით მეხუთე ალბომი „Planet Pit“ გამოუშვა, რომელიც წინამორბედივით კომერციულად მომგევიანი აღმოჩნდა. რეპერს სულ 11 ალბომი აქვს გამოშვებული. 
    გრემის მფლობელმა რეპერმა დაწერა სიმღერები ანიმაციური მულტფილმისთვის „Uglydolls“, რომელიც 2019 წლის 10 მაისს გამოვიდა. მან ასევე მისი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟიც გაახმოვანა. 

  • არ ჰყავს ცოლი, თუმცა სხვადასხვა პარტნიორისგან ჰყავს ექვსი შვილი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ჯონ ტრავოლტასთან, ენრიკე იგლასიესთან, ჯენიფერ ლოპესთან, ტონი რობინსთან...

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top