სერგი კაპანაძე (38 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 25 აპრილი, 1981 წელი - ჭიათურა
  • 2002 წელს დაამთავრა ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 2003 წელს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, (ბუდაპეშტი, უნგრეთი), მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი ხოლო 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი

  • პოლიტიკოსი
  • 2011-2012 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

    2012-2016 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორი

    ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე

    რა? სად? როდის? კლუბის წევრი

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
  • საქართველო
  • 2005-2011 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეროვნულ უშიშროების საბჭოსა და საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში. 2011-2012 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2009 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. ხოლო 2011 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი; 2007-2011 წლებში იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზებიების დეპარტამენტის ჯერ დირექტორის მოადგილის., 2008 წლიდან კი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას

    2012-დან 2016 წლამდე კი კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი.
     

ეს პერსონა
Top