ალიშა ბეთ მური (პინკი) (40 წლის)
  • მომღერალი
  • 08 სექტემბერი, 1979 წელი - დაიბადა პენსილვანიაში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია სასცენო სახელით პინკი(Pink) - ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელიც პოპულარული 2000-იან წლებში გახდა. 
    სოლო კარიერის დაწყებამდე, პინკი  რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფში მღეროდა. 18 წლის ასაკში კონტრაქტი გააფორმა „LaFace Records“-თან და სოლო კარიერის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. 2000 წელს გამოვიდა პინკის პირველი სტუდიური ალბომი „Can't Take Me Home“, რომელმაც მომღერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მსოფლიო მასშტაბით ალბომი 3.5 მლნ. ეგზემპლარად გაიყიდა. 2001 წელს პინკმა მაიასთან, ლილ კიმთან და კრისტინა აგილერასთან ერთად გამოუშვა ფილმ „Moulin Rouge!“ -ის საუნდტრეკი - „Lady Marmalade“. წარმატებულმა სინგლმა პინკს პირველი გრემის ჯილდო მოუტანა. 
    იმავე წელს გამოვიდა მომღერლის მეორე ალბომი „Missundaztood“. ალბომი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პინკი პოპ-ვარსკვლავად აქცია. ალბომი  მსოფლიო მასშტაბით 16 მლნ. ეგზემპლარად გაიყიდა. მესამე ალბომის „Try This“(2003) გამოსვლის შემდეგ, მომღერალმა გრძელვადიანი შესვენება აიღო და მუსიკალურ შემოქმედებას 2006 წელს დაუბრუნდა. პინკი სცენას ახალი ალბომის, „I'm Not Dead“ -ის გამოშვებით დაუბრუნდა. ალბომი როგორც კომერციული, ასევე კრიტიკოსების შეფასებების მიხედვით დიდად წარმატებული აღმოჩნდა. ბევრმა კტიტიკოსმა ალბომს 2006 წლის საუკეთესი ალბომი უწოდა. ალბომის პირველი სინგლი იყო "Stupid Girls", რომლის კლიპიც დიდი განსჯის საგანი გახდა. კლიპში პინკმა ისეთი ცნობილი ამერიკელი ვარსკვლავები გააშარჟა, როგორებიც არიან პერის ჰილტონი, ლინდსი ლოჰენი და ჯესიკა სიმფსონი. პინკის მე-5 სტუდიური ალბომი 2008 წლის 28 ოქტომბერს გამოვიდა. მისი პირველი სინგლი "So What" მომრერლის უდიდესი ჰიტი გახდა.  
    მომღერალმა თავისი მოღვაწეობის პერიოდში გამოუშვა რვა ალბომი. პინკის მერვე ალბომი „Hurts 2B Human“ 2019 წლის 20 თებერვალს გამოვიდა. 

  • ჰყავს ქმარი - კერი ჰარტი, პროფესიონალი მოტომრბოლელი, რომელზეც 2006 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი შვილი. 
    დედა - ჯუდიტ მური, სასწრაფო დახმარების ექთანი, ხოლო მამა - ჯეიმს მური, სადაზღვეო აგენტი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს სანდრა ბულოკთან, სელმა ბლეირთან, ელენ დეჯენერესთან...

  • მისი ჰობია მებაღეობა და ცეკვა.
ეს პერსონა
Top