ზაზა კედელაშვილი (36 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 12 ნოემბერი, 1983 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალობით. 

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ძიუდოისტი, სამგზის ევროპის ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ორგზის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. ასევე, კედელაშვილი ცნობილია იმითაც, რომ ის ტოპ 10 გამცდენ დეპუტატებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც 47 სხდომიდან 40 გაცდენილი აქვს. ის არის, დეპუტატი, რომელსაც მთელი 2018 წლის მანძილზე პარლამენტში სიტყვის უფლებით არ უსარგებლია, თუმცა „ევროპული საქართველოს“ მსხვილ შემომწირველთა სიაში მოწინავე ადგილი უკავია. კედელაშვილი, სხვა დეპუტატებისგან, იმითაც გამოირჩევა, რომ პარლამენტის წევრობის მიუხედავად, ის ბიზნესაქტივების მფლობელიცაა და მათგან შემოსავალს იღებს, რაც კანონით აკრძალულია. 
    ამ დარღვევათა გარდა, მან საზოგადოებას თავი, იმითაც დაამახსოვრა, რომ 2016 წელს, კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტში, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ის დაპირისპირებულთა შორის ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებდა. იმ პერიოდში კახი კალაძე აცხადებდა, რომ ზაზა კედელაშვილს სამეგრელოში „ზონდერდაჯგუფება“ ჰყავს ჩაყვანილიო. ამ ბრალდებას კედელაშვილი სასტიკად უარყოფდა და ამბობდა, რომ სპორტსმენი ძალადობაში არასდროს მიიღებდა მონაწილეობას. მაგრამ, ეს სიტყვები, მაშინ არ გახსენებია, როდესაც „ლელოს“ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გამოქვეყნებული სტატიის გამო სასტიკად დაემუქრა, სავარაუდოდ, არც მაშინ გახსენებია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სიების შედგენისას, საწინააღმდეგო აზრის გამო, აკაკი მინაშვილს სცემა და ალბათ, არც მაშინ, როდესაც პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხის გამო მანდატურთუხუცესს ფიზიკურად გაუსწორდა. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2017 წელს, ის „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა. 2001-2006 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომელი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top