ნინო კვაჭანტირაძე (56 წლის)
  • ჟურნალისტი, პუბლიცისტი
  • 19 მარტი, 1964 წელი
  • 1983-88 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1998-2001 წლებში მან სწავლა  თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, თუმცა მისი დასრულება ვერ შეძლო.

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია საკუთარი ფეისბუქ სტატუსებით. იგი აქტიურად წერს და  საკუთარ აზრს გამოთქვამს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალური პროცესებზე. იგი სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება და მისი ყურადღების მიღმა არ რჩება, თითქმის, არც ერთი აქტუალური საზოგადოებრივი მოვლენა. მას აქვს საკუთარი წერის მანერა. მისი თითოეული სტატუსი, ხშირ შემთხვევაში, ჩანახატის სახისაა, რომელსაც ახასიათებს მხატვრულობა, მანერულობა, სიმსუბუქე, ესტეთიზმი. 2018 წელს წიგნად გამოიცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი სტატუსების კრებული სახელწოდებით „ერთი წლის ფეისბუქური დღიურები“. 

  • ნინო კვაჭანტირაძის მეუღლე  აკაკი ახალაძე იყო, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. აკაკი ახალაძე 2003 წელს მარნეულის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ჰყავთ ერთი შვილი - ვალერი ახალაძე.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი ინტერესების სფერო პოლიტიკური და სოციალური პრობლემატიკაა. ასევე, გატაცებულია მხატვრული ლიტერატურით, კულინარიითა და მებაღეობით. მისი საყვარელი ფრაზებია: „შენ გაიხარე“, „დედი“, „რა პრობლემაა“. საკუთარი თავის შესახებ კი აღნიშნავს, რომ არის ისეთი, როგორიც გვახსოვს.
  • იგი, ამჟამად, თბილისის მერიის თანამშრომელია. წლების განმავლობაში წერდა ქართული ჟურნალ გაზეთებისთვის. იყო გაზეთების: „ახალგაზრდა კომუნისტის“, „ახალგაზრდა ივერიელის“, „დილის გაზეთის“ და ჟურნალ „პირველის“ თანამშრომელი.
    საქმიანობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში : 2003 წელს იყო იუსტიციის სამინისტროს საქართველოს კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს მთავარი რედაქტორი და მუშაობდა ასევე, საქართველოს პარლამენტის აპარატში.

     

ეს პერსონა
Top