ჯო ბაიდენი (77 წლის)
  • პოლიტიკოსი
  • 20 ნოემბერი, 1942 წელი - დაიბადა სკრენტონში, პენსილვანიაში
  • 1965 წელს დაამთავრა დელავერის უნივერსიტეტი და ისტორიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით ბაკალავრის დიპლომი მიიღო. 1968 წელს დაამთავრა სირაკუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა  სამართალმცოდნეობის დოქტორის ხარისხით. 

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი, აშშ-ის რიგით 47-ე ვიცე-პრეზიდენტი 2009-2017 წლებში, დემოკრატიული პარტიის წევრი და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი. კარიერა საადვოკატო საქმიანობით დაიწყო. 1969 წელს ბაიდენი დელავერის საადვოკატო კოლეგიაში გაწევრიანდა. ვილმინგტონში მუშაობის შემდეგ მან საკუთარი საადვოკატო ფირმა დააარსა. მისი პოლიტიკური კარიერა 1972 წელს დაიწყო, როდესაც აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიიდან სენატის წევრად აირჩიეს. იგი ამით აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სენატორი გახდა 30 წლამდე ასაკობრივი ცენზის გათვალისწინებით. ამის შემდეგ ბაიდენი აქტიურ საკანონმდებლო მოღვაწეობაში ჩაერთო. 1974 წელს იგი ჟურნალ "TIME"-მა ნუსხაში "მომავლის 200 სახე" შეიყვანა.
    ბაიდენი იყო ერთ-ერთი თანაავტორი კანონისა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულებების ჩადენაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებდა. ამავე დროს, მის მიერ მხარდაჭერილ იქნა სასჯელის გამკაცრება კომპიუტერების გატეხვაზე, საავტორო უფლებების დარღვევაზე და ბავშვების პორნოგრაფიაზე. აღსანიშნავია, რომ თავად ბაიდენი საავტორო უფლებების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს.  ასე, მაგალითად იურიდიულ სკოლაში სწავლის პერიოდში იგი 15-დან ხუთი გვერდის პლაგიატში ამხილეს და “F”(ჩაჭრა) ნიშანი გამოაყოლეს. 
    ჯო ბაიდენი თავისი კარიერის პერიოდში არაერთხელ გაეხვა პოლიტიკურ სკანდალში. კერძოდ, მან 2007 წელს ბარაკ ობამაზე შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: "ის არის პირველი მეინსტრიმული აფროამერიკელი, რომელსაც შეუძლია ლაპარაკი, ჭკვიანია, აკურატულია და კარგად გამოიყურება." ამ კომენტარის გამო, ის რასიზმში დაადანაშაულეს. ხოლო 2019 წელს, იგი შვიდმა ქალმა „არასასურველ ფიზიკურ კონტაქტში“ დაადანაშაულა, რაც თავად ბაიდენმა ხუმრობით უარყო. 
    ჯო ბაიდენი ტრამპის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკოსია. მან თავის გამოსვლებში არაერთხელ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის პოლიტიკა და მის მოღვაწეობას „კატასტროფა ადამიანის უფლებებისთვის“ უწოდა. 
    2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შემდეგ ბაიდენი თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მან პირობა დადო, რომ დაარწმუნებდა სენატს საქართველოსთვის დახმარების სახით 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოეყო.
    2019 წლის აპრილში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. ტრამპის რეაქციამ არ დააყოვნა და მას „მძინარა ჯო“ უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მომავალ საპრეზიდენტოო არჩევნებში, ბაიდენი მისი ერთადერთი სერიოზული კონკურნეტია. 

  • ჰყავს მეუღლე - ჯილ თრეის იაკობი, რომელზეც 1977 წელს იქორწინა. პირველი ცოლი - ნეილია ბაიდენი 1972 წელს, ავტოავარიაში გარდაიცვალა. ჰყავს სამი შვილი. დედა - კატერინა ეუგენია ბაიდენი, ხოლო მამა - ჯოზეფ ბაიდენი უფროსი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • 30 წლიანი მეგობრობა აკავშირებდა ჯონ მაკკეინთან(1936 – 2018). ამჟამად კი ჯონ ბეინერთან, ჰილარი კლინტონთან, ბარაქ ობამასთან აგრძელებს მეგობრობას...

  • ოჯახიდან გამომდინარე, ალკოჰოლის მოხმარებაზე საკმაოდ უარყოფითი შთაბეჭდილება ჩამოუყალიბა, რამაც ბაიდენს უბიძგა ტიტოტალიზმის (ყველანაირი ნარკოტიკისა და ალკოჰოლური სასმელისაგან თავის შეკავების პრინციპი) მიმდევარი გამხდარიყო. 1960-იან წლებში მაშველად მუშაობის შემდეგ, ერთი ჩვევა ჩამოუყალიბდა: მუდმივად ხმარობს „რეი-ბანის“ ავიატორის სათვალეებს, როგორც შეუცვლელ აქსესუარს. 

ეს პერსონა
Top