გიორგი ბერეჟიანი (63 წლის)
  • პუბლიცისტი
  • 12 სექტემბერი, 1956 წელი
  • დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ ელექტრიკოსის სპეციალობით. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

  • ინჟინერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო კონტროლის“ თავმჯდომარე. იგი, როგორც ხელისუფლების, ასევე სააკაშვილის გუნდის მთავარი მოწინააღმდეგეა. ყოფილ პრეზიდენტს სურენას უწოდებს, ხოლო თავად მის გუნდს სადისტებს. სოციალურ ქსელში, ხშირად, წერდა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და აქციის წევრებს, როგორც „მიშარასტ არაგველებად“ მოიხსენიებდა. 2007 წლის მოვლენების დროს დააპატიმრეს, ციხიდან კი მეორე ჯგუფის ინვალიდი გამოვიდა. ამბობს, რომ საპატიმროში ყოფნის დროს,  მუდამ განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას და სრულიად ჯანმრთელი „ინვალიდად“ აქციეს. ციხეში გატარებულ დროის პერიოდში, მან გააკეთა პატარ-პატარა ჩანაწერები, ციხის რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანებზე, მათ წამებაზე, ტრაგედიებზე, რომელიც შემდგომ მინიატურულ მოთხრობებად აქცია. 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან, ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერი გახდა, თუმცა მალევე შეიცვალა პოზიციები და ამ პერიოდს „ფარჩაკების ეპოქა“ უწოდა. მისი გამოსვლები ხასიათდება უცენზურო სიტყვებით, რომელიც მიემართება, როგორც მოქმედ, ასევე ყოფილ ხელისუფლებას.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top