ლაშა ბუღაძე (41 წლის)
  • მწერალი, დრამატურგი
  • 16 ნოემბერი, 1977 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო) და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი. სწავლობდა   თსუ-ში ხელოვნების მიმართულებაზე.

  • მწერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მწერალი და მხატვარ გია ბუღაძის შვილი. მას ყველაზე დიდი აღიარება წიგნმა „ბოლო ზარმა“ მოუტანა. თავადაც აღნიშნავს, რომ ეს წიგნი მისი პერსონის პოპულარიზაციის მთავარი მოქმედი „აქტორი“ გახდა. შემდეგ იყო მოთხრობა „პირველი რუსი“, რომელმაც მთელი საქართველო და საპატრიარქო შეძრა. თამარ მეფისა და გიორგი რუსის პირველი ღამის ამბავმა, საზოგადოება აღაშფოთა. ამის გამო, მწერალი „მთავარ სამსჯავროზეც“ წარსდგა, სადაც ბოდიშის მოხდაც კი მოსთხოვეს „მიუღებელ“ სცენათა გამო.  მოიხადა თუ არა მწერალმა ბოდიში, ამაზე ზუსტად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ 15 წლის შემდეგ, იმავე ამბავზე 500 გვერდიანი წიგნი, რომ დაწერა სათაურით „პატარა ქვეყანა“ ცხადზე ცხადი მოვლენაა. ეს წიგნი, ერთგვარად „პირველი რუსის“ გამოსვლის შემდეგ ატეხილ ვნებათაღელვას და საპატრიარქოში დაბარებების ამბავს ეხება. გრძნობების გამოხატვა და საკუთარ თავზე ლაპარაკი უჭირს, ამიტომ თუ მის შემოქმედებას კარგად გავეცნობით, ზუსტად შეგვიძლია დავახასიათოთ, თუ როგორი პიროვნებაა ლაშა ბუღაძე. მისივე პერსონაჟები მისსავე პროტოტიპს ქმნიან. „თუ ვინმეს ლაშა ბუღაძე აინტერესებს, უნდა იკითხოს მისი წიგნები და არა მისი ინტერვიუები“ - ამბობს ის. სამწერლობო ასპარეზის გარდა, იგი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. აქციაზე „ნუ მაბრმავებ“ გამომსვლელის როლსაც ირგებს. თავისი შემოქმედების ასპარეზად „რადიო თავისუფლება“, „არილი“ და „ჯემნიუსიც“ აქცია. წერის, ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობის,  პოლიტიკური და სოციალური აქტივობების პარალელურად, მას ტელეწამყავნის როლიც აქვს მორგებული და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე შუადღის შოუს ერთ-ერთი თანაწამყვანის ამპლუაშიც გვევლინება. იგი ამ არხის ერთგული მომხმარებელი, რესპონდენტი და აწ უკვე თანამშრომელიცაა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • სიყვარულზე არასდროს ლაპარაკობს. ამბობს, რომ ეს ის გრძნობაა, რომელსაც „მალვა“ უნდა. დაკომპლექსებული, სენტიმენტალური, გულჩვილი და საბჭოთა პერიოდ გამოვლილი ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ ამ ბოროტების სიმბოლოს კლანჭებიდან თავი ბოლომდე ვერ დაუღწევია. ბავშვობიდან მღერის, ოღონდ მხოლოდ საახლობლო წრეში, უყვარს კლასიკური მუსიკა და 13 წლის ასაკიდან ფირფიტებს აგროვებს. ასევე, ხატავს კარიკატურებსაც.
  • იგი არის რამდენიმე პიესისა და რომანის ავტორი. მის პიესებზე, რობერტ სტურუას, ლევან წულაძეს და სხვა გამორჩეულ რეჟისორებს სპექტაკლებიც კი დაუდგამთ. მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო პრემია. მისი რომანი „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“, „საბას“ გამარჯვებულიც კი გახდა. მწერლის ნაწარმოებები რამდენიმე ენაზეა ნათარგმნი.

ეს პერსონა
Top