ნიკოლოზ რაჭველი (40 წლის)
  • საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი
  • 15 მაისი, 1979 წელი - თბილისი
  • 1999-2003 წლებში ეუფლებოდა დირიჟორობის, კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის სპეციალობებს ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში; 

    2005 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით; 

     

  • კომპოზიტორი
  • ნიკოლოზ რაჭველი საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული პიანისტი და კომპოზიტორია. 2005 წლიდან ნიკოლოზ რაჭველი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მის სახელს უკავშირდება მრავალი კულტურული და საზოგადოებრივი აქცია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მუსიკალური კოლექტივის პოპულარიზაციისთვის ჩატარდა. ორკესტრის თანხლებით არაერთ მსოფლიო მასშტაბის შემსრულებელს გაუმართავს ერთობლივი კონცერტი საქართველოსა და უცხოეთში. მათ შორის, აღსანიშნავია ლეგენდარულ ბიორკთან ერთად გამართული კონცერტები. ნიკა რაჭველი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა და ჩართულია სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების ორგანიზებაში. ავტორია სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებისა 

    შეტანილია იუნესკო ოქროს წიგნში, როგორც პლანეტის ახალი სახე.  

    არის ავტორი იყო სატელევიზიო მეგაშოუს "ნიჭიერის" ჟიურის წევრი.  2017 წლის 26 მაისს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა

    მუსიკოსის ნამდვილი სახელია ნიკოლოზ მემანიშვილი, რაჭველი მისი სასცენო ფსევდონიმია. 

     

  • საქართველოს
ეს პერსონა
Top