გია გაბრიჭიძე (55 წლის)
  • ჟურნალისტი, მწერალი
  • 05 ოქტომბერი, 1964 წელი
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟურნალისტი. იგი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და ფეისბუქ-პოსტების სიმრავლითაც გამოირჩევა.  განსაკუთრებით პოლიტიკურ და სოციალურ თემატიკას მიმოიხილავს, „ნაციონალური მოძრაობის“, „რუსთავი 2“-ის მთავარ კრიტიკოსად ქცეულა და მათ მიმართ არც უცენზურო სიტყვების გამოყენებას ერიდება. „ვინ ჩემი ცოცრები არიან ბოკერია, გვარამია, მიჰა, ხოშტარია-უგულავა, ოთო კახიძე, კაპიტანი გიგაური თავის სალაძესთან ერთად ...; ამ ნაცებს ჩემი ნათქვამი არ ესმით... იმის ნათქვამი არ ესმით... ტუსკის ნათქვამი მაინც გაიგონეთ თქვე პოლონურად გაშმუთულებო, თქვენა!...; გვარამია არის არსებული არეულობის, მიმდინარე პროცესების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი“ - ეს გაბრიჭიძის „ანალიტიკურ პოსტთა“ მცირე და შემოკლებული ამონარიდებია, რომელთა საშუალებითაც ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ორიენტაციის დაფიქსირებას და თვითგამოხატვის დაკმაყოფილებას. რაც შეეხება, ლგბტ თემის საკითხს, მათ გააქტიურებასა და „პრაიდის მოწყობის“ მცდელობას ტრადიციულად „ნაცმოძრაობას მიაწერს, უმცირესობათა წარმომადგენლებს „პიდარასტებს“ უწოდებს და კიდევ, ბევრ სხვა „საქებარ სიტყვებს“, მისი ლექსიკური მარაგიდან გამომდინარე.  მმართველი გუნდის წევრები ჟურნალისტის განხილვის არეალში იშვიათად ხვდებიან, რასაც, ალბათ, მათ მიმართ მისი სიმპათიების ქონაც განაპირობებს. თუმც, ვერბალურად ამის დამამტკიცებელი მაგალითები გაბრიჭიძის პოსტებში იშვიათად მოიძებნება, სამაგიეროდ მისი პირადი გვერდზე განთავსებული ფოტოები მოცემული „ჰიპოთეზის“ ნათელი დასტურია. იგი ხან ბიძინა ივანიშვილთან ხელკავით გადაღებულ სურათს აქვეყნებს და ხან სალომე ზურაბიშვილთან

  • ჰყავს მეუღლე და შვილები

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იგი „ოქროს ფრთის“ მფლობელია, ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. მუშაობდა „საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top