მალხაზ თოფურია (51 წლის)
  • პუბლიცისტი
  • 11 იანვარი, 1968 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი

  • ფილოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც აფხაზეთის ომის მონაწილე, ვეტერანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი და პუბლიცისტი. ცნობილია სხვადასხვა გამოცემებსა და ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული პუბლიცისტური სტატიებით. 
    სოციალური ქსელების აქტიურმა მომხმარებელმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგემ, საზოგადოებას თავი საკმაოდ ხისტი, შეურაცხმყოფელი და უცენზურო ლექსიკითაც დაამახსოვრა. მისი ფეისბუქ-პოსტების უმრავლესობა „ნაციონალებისა“ და მათი წევრების ლანძღვა-გინებას ეძღვნება. არც ჰომოფობიური განცხადებების გაკეთებას ერიდება და არც ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ გამოირჩევა ზრდილობიანი შეფასებებით. 

  • არის დაოჯახებული

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: დოდო გუგეშაშვილთან.

  • მისი ინტერესის სფეროა - პოლიტიკა.
  • მალხაზ თოფურია მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში (აფხაზეთში). მინიჭებული აქვს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. არის აფხაზეთის ომის ვეტერანი. 2010 წელს მონაწილეობას იღებდა „გმირთა მოედანზე“ გამართულ ვეტერანთა აქციაში, რომლებიც სამუშაო ადგილების გამოყოფასა და გარკვეულ შეღავათთა დაწესებას ითხოვდნენ. ეს აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო თავად თოფურია დააკავა. შემდგომ, მისი დაპატიმრების ფაქტი უკანონოდ შეფასდა.  
    იგი წლების განმავლობაში საქმიანობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი და ასევე, საქართველოს ეროვნული გვარდიის ანალიტიკური სამსახურის უფროსი.   

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top