ვატო გელაშვილი (40 წლის)
  • მოძრაობა "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი
  • 28 აგვისტო, 1979 წელი
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მოძრაობა „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. 20 ივნისის ღამეს, ის იყო ერთ-ერთი პირი, რომელიც სამართალდამცავებს თავს დაესხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და პარლამეტში შესვლას ცდილობდა. თუმცა, ისიც გახდა ძალადობის მსხვერპლი და რეზინის ტყვიით თავის არეში დაიჭრა. პოლიციამ, ის სამართალდამცავების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დააპატიმრა. ეს ფაქტი, გააპროტესტა ნათია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ „ვატო გელაშვილი არის ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ წევრი და დამფუძნებელი, ძალიან აქტიური, ძალიან შეურიგებელი ადამიანი, როგორც აქტივისტი, მაგრამ პარლამენტში შემჭრელად და ტანკის მძღოლად მისი წარმოდგენა ცოტა არ იყოს სასაცილოა“. გელაშვილი, ხომ ერთ დროს, სწორედ ნათია ფანჯიკიძის მეუღლის ირაკლი ალასანიას დაფუძნებული პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო. ფანჯიკიძე თავისივე სტატუსში ხაზს უსვამს, ასევე იმას, რომ „გელაშვილი უბრალოდ იმდენად ბევრს უფრიალებდა კორუფციის შესახებ საბუთებს თვალწინ, არ მიკვირს, რომ ყველას ყელში ეჩხირებოდათო“. იგი საუბრობს პირზე, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში, ბიუჯეტისთვის თანხების დამალვის ბრალდებით იყო დაკავებული. თუმცა, გელაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, ბრალს უარყოფდა, მაგრამ ამავდროულად, აღნიშნავდა, რომ ციხეში მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებიათ და „მიშას დროინდელ“ საპატიმროს დადებითად მოიხსენიებდა

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო თაკო ჩარკვიანის დაარსებული პარტიის „კანონი და სამართლის“ წევრი, თუმცა ახალი გუნდი მან მეორე დღესვე დატოვა და აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაციის გეგმა პარტიის სტრატეგიულ გეგმებში არ ჯდებოდა. იყო შპს „კრეატივის“ დამფუძნებელი.

ეს პერსონა
Top