დონალდ ტრამპი (73 წლის)
  • ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი
  • 14 ივნისი, 1946 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • 1964 წელს ფორდამის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ხოლო ორი წლის შემდეგ, პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს სკოლაში გადავიდა. 1968 წელს აიღო ბაკალავრის დიპლომი ფინანსების მიმართულებით. „ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად, „ტრამპა საუკეთესო ნიშნებით დაამთავრა უნივერსიტეტი“. 

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ა.შ.შ-ის პრეზიდენტი და მილიარდელი. ვარტონის ფინანსური სკოლის დასრულების შემდგომ, ტრამპი გაჰყვა მამის კვალს, რომელიც უძრავის ქონების დეველოპერი გახლდათ და ჩაება უძრავი ქონების განვითარების სფეროში. ტრამპის კაპიტალ დაბანდებას წარმოადგენს: „ტრამპის ორგანიზაცია“, „ტრამპ თაუერი“, ქალაქ ატლანტიკ სითიში კაზინოთა ქსელი. 
    2015 წლის 16 ივნის, მანჰეტენზე, „ტრამპ თაუერში“ გამოსვლისას, მან საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა და სწრაფად იქცა პრეზიდენტობისთვის მებრძოლ რეალურ კანდიდატად თავისი პარტიიდან. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ უპრეცედენტო ყურადღება ჰპოვა მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. 2016 წლის არჩევნები ბევრი რამით იყო გამორჩეული და მათ შორის იმითაც, რომ არჩევნების წინ, ფაქტობრივად მთელი ამერიკული მედია ნეგატიურად იყო განწყობილი  დონალდ ტრამპის მიმართ. 2016 წელს, არსებობის ისტორიაში პირველად დააფიქსირა სარედაქციო პოზიცია ამერიკული პრესის ლიდერმა. ეს არის Usa Today. გამოცემამ საკმაოდ ემოციური ანტი-ინდორსმენტი გააკეთა ტრამპის წინააღმდეგ და განაცხადა: „ჩვენ არასდროს ვყოფილართ მხარე საპრეზიდენტო მარათონში, მაგრამ ახლა ვართ მხარე და ვფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპი შეუფერებელია ამერიკის პრეზიდენტობისთვის“. 
    მიუხედავად ამისა, 2016 წლის 8 ნოემბერს, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. მისი ინაგურაცია 2017 წლის 20 ივნისს, კაპიტოლიუმის შენობაში, ა.შ.შ-ის დედაქალაქ  ვაშინგტონში პროტესტის ფონზე შედგა.  მოეწყო „ქალთა მარში“, რომელშიც 500 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. 
    როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში. მისი განცხადებები  Twitter- ზე არაერთხელ გამხდარა საკამათო. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ კორექტულობას არაფრად მიიჩნევდა, ხოლო მედიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა.  ყოველივე ამას კი, Twitter - ზე პოსტების გამოქვეყნებით ახერხებდა. მაგალითად, მან 2017 წლის 7 თებერვალს თავის ტვიტერის გვერდზე გააზიარა ვიდეო, სადაც ის მოკრივეს როლში იყო და CNN-ს სცემდა, ხოლო რედაქცია „ყალბი ამბების“ სახელით მოიხსენია. მართალია, ეს ვიდეო მონტაჟი იყო, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამას მოჰყვა ინტერნეტ მიმების მთელი სერია, სადაც ტრამპის თმები სიმინდის ფუჩეჩად, ხოლო თავად ტრამპი ფორთოხლისფერ კაცად არის მოხსენიებული. 
    2019 წლის 30 ივნის, ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინის კორეის დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა. ამ ნაბიჯით, დონალდ ტრამპი პირველი ამერიკელი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე დადგა ფეხი. 

  • ტრამპს სამი ქორწინებიდან ხუთი შვილი და ცხრა შვილიშვილი ჰყავს. 1977 წელს, ტრამპა ცოლად ჩეხი მოდელი, ივანა ზელნიჩკოვა მოიყვანა. მათ სამი შვილი შეეძინათ: დონალდ ტრამპი უმცროსი(1977წ), ივანკა ტრამპი(1981წ.) და ერიკ ტრამპი(1984წ.). ისინი 1992 წელს დაშორდნენ. ტრამპმა 1993 წელს, ამერიკელ მსახიობზე, მარლა მაპლზე იქორწინა მას შემდეგ რაც, ტრამპს მეოთხე შვილი, ტიფანი გაუჩინა. მათი ქორწილი 1999 წელს, გაშორებით დასრულდა. 2005 წელს, ტრამპმა სლოვენიელ მოდელზე, მელანია კნაუსზე იქორწინა. მომდევნო წელს, მათ ვაჟი - ბარონი შეეძინათ. ისინი 14 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. მელანია ტრამპი 2017 წლიდან ა.შ.შ-ის პირველი ლედია. ტრამპის მამა - ფრედერიკ ტრამპი,  უძრავი ქონების დეველოპერი იყო ნიუ იორკიდან. ფორბსის მონაცემებით, 1982 წელს მისი ქონება $200 მლნ. დოლარად იყო შეფასებული. დედა - მერი ანა მაქლეოდ ტრამპი წარმოშობით შოტლანდიელი იყო, ხოლო ამერიკაში  1930 წელს ემიგრირდა. 1942 წელს ა.შ.შ-ის მოქალაქეობა მიიღო. ტრამპი ოთხი დედმამიშვილი ჰყავს - მერიან ტრამპი, ფრედ ტრამპი უმცროსი, ელიზაბეთ ტრამპი და რობერტ ტრამპი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ქანიე ვესტთან, ბარბარა ვოლტერსთან, ლარი ქინგთან, თომას ბარაქთან...

  • უყვარს გოლფის თამაში.
  • ტრამპის ოჯახს პოლიტიკის სფეროსთან შეხება აქამდეც ჰქონიათ. დონალდ ტრამპის უფროსი და - მერიენ ტრამპი, ა.შ.შ-ის სააპელაციო სასამართლოს ფედერალურ მოსამართლედ მსახურობდა. იგი პრეზიდენტ ჰილარი კლინტონმა, 1999 წლის 22 სექტემბერს დანიშნა და 2011 წლის 30 ივნისამდე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას. 
    გარდა ბიზნეს საქმიანობისა და პრეზიდენტობისა, ის არის ავტორი ორი წიგნისა: „ტრამპი: გარიგების ხელოვნება“ და „დასახიჩრებული ამერიკა: ისევ დიადი გავხადოთ ამერიკა“. აღსანიშნავია, რომ ორივე წიგნი „ნიუ იორკ თაიმზის“ ბესტსელერთა სიაში მოხვდა, ხოლო „გარიგების ხელოვნება“ დღემდე #1 ბიზნეს კლასიკურ ნაწარმოებად ითვლება.
    მან საზოგადოებას თავი, ასევე, როგორც ტელეწამყვანმაც ისე დაამახსოვრა.  2004-2015 წლებში, ის გახდა აღმასრულებელი დირექტორი და  სატელევიზიო წამყვანი სერიალის „The Apprentice.“ დონალდ ტრამპს, ასევე ეპიზოდური როლები აქვს შესრულებული 12 ფილმსა და 14 სატელევიზიო სერიაში. 
    ფორბსის მიხედვით, მისი ქონება $3.1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპი  ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ეს პერსონა
Top