ელონ მასკი (48 წლის)
  • ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და გამომგონებელი
  • 28 ივნისი, 1971 წელი - დაიბადა პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში
  • 1995 წელს დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში.

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სამხრეთ აფრიკული წარმომავლობის ბიზნესმენი და ინვესტორი, რომელმაც სახელი გაითქვა ისეთი კოპანიების დაფუძნებით, როგორიცაა „SpaceX“, „Tesla, Inc“ და „PayPal“.
    ილონ მასკი ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როდესაც პირველი კომპიუტერული პროგრამა დაწერა და 500 დოლარად გაყიდა, რაც იმ პერიოდში, სამხრეთ აფრიკელი ბავშვისთვის სოლიდურ თანხას წარმოადგენდა.  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1995 წელს თავის ძმასთან ერთად დაარსა ვებ-პროგრამირების კომპანია  „Zip2“, რომელიც მალე საკმაოდ შემოსავლიანი კომპანია გახდა. 2001 წელს, კომპანიას „PayPal“ ეწოდა. მასკმა მოინდომა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დაკავება, თუმცა საბჭოს წევრებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. 1999 წლის თებერვალში მასკმა კომპანიის აქციები 165 მილიონი დოლარად გაყიდა. 2002 წელს კი, ამ თანხით დააარსა  SpaceX - კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსური სატრანსპორტო მომსახურეობების ამერიკული კომპანია, რომლის მთავარი დიზაინერი თავად არის. სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მან შეძლო და მარსზე Falcon9- “წითელი ავტომობილი“ გაუშვა.
    2003 წელს დაარსა ავტოსამშენებლო და ენერგოკომპანია „Tesla, Inc“, რომელმაც შექმნიდან 15 წლის განმავლობაში შეძლო გამხდარიყო მსოფლიო ლიდერი ელექტრომობილების წარმოებაში. 2006 წელს მონაწილეობა მიიღო SolarCity-ის შექმნაში. SolarCity ელონ მასკის ერთ-ერთი პროექტია. ამ კომპანიის ბიზნეს გეგმა შედარებით განსხვავებულია სხვა მსგავსი კომპანიების ხედვისგან. ისინი უსასყიდლოდ ამონტაჟებენ საკუთარ მზის ელემენტებს სახლების სახურავზე და ამ სახლების მფლობელებს სთავაზობენ ელექტროენერგიას უფრო იაფად. მასკის იდეაა ზებგერითი მეტროც ე.წ. hyper loop რომლის მიხედვითაც დიდი ქალაქები ერთმანეთს ვაკუუმური გვირაბით უნდა დაუკავშირდნენ, მაგლევის მატარებელმა, რომელსაც არც ხახუნის და არც ჰაერის წინაღაბის ძალა შეაწუხებს 1130 კმ/სთ უნდა განავითაროს. ამ დროისათვის 2 მარშუტი განიხილება დუბაი-აბუდაბი და ლოს ანჯელესი-სან ფრანცისკო.
    მასკის ქონება ამჟამად $20 მლრდ-ს შეადგენს და მილიარდელების რეიტინგში 53-ე ადგილს იკავებს. 

  • ამჟამად არ ჰყავს მეუღლე. 2018 წლიდან ხვდება კანადელ მომღერალს - გრაიმს.
    პირველი ცოლი - ჯასტინ უილსონი, ავტორი, რომელიც 2000 წელს მოიყვანა ცოლად. პირველი შვილი - ნევადა მასკი 10 კვირის იყო, როდესაც გარდაიცვალა. პირველი ცოლისგან 5 შვილი ჰყავს. წყვილი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდა. მეორე ცოლი - ტალულა რაილი, მსახიობი, რომელზეც 2010 წელს იქორწინა. წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა.
    დედა - მეი მასკი, დიეტოლოგი და ყოფილი მოდელი, ხოლო მამა - ეროლ მასკი, ელექტრო-ინჟინერი, პილოტი და მეზღვაური.

  • არის სამხრეთ აფრიკის, კანადისა და ამერიკის მოქალაქე
  • მისი ჰობია თავისუფალი დროის შვილებთან გატარება.
ეს პერსონა
Top