ჰილარი კლინტონი (72 წლის)
  • ამერიკის შეერთებული შტატების 67-ე სახელმწიფო მდივანი
  • 26 ოქტომბერი, 1947 წელი - დაიბადა ჩიკაგოში
  • 1969 წელს დაამთავრა უელსლის კოლეჯი და პოლიტიკის მეცნიერებებში მოიპოვა ბაკალავრის დიმპლომი. 1973 წელს დაამთავრა იელის იურიდიული სკოლა და მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი. 

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, რომელიც მსახურობდა აშშ-ის სენატორად(2001-2009) და სახელმწიფო მდივნად ობამას ადმინისტრაციაში(2009-2013). 
    სტუდენტობის პერიოდში, ჰილარი აქტიურად იყო სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამაში ჩართული. 1964 წელს მონაწილეობდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ბერი გოლდუოთერის საარჩევნო კამპანიაში და  ახალგაზრდა რესპუბლიკელთა ადგილობრივ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. თუმცა, მომდევნო წელს, ჰილარის პოლიტიკურე შეხედულებებზე მალკოლმ იქსის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებმა მნისჩბელოვანი გავლენა მოახდიმეს. ის შეუერთდა დემოკრატიულ პარტიას და ომის მოწინააღმდეგე საპრეზიდენტო კანდიდატის, იუჯინ მაკკარტის საარჩევნო კამპანიაში მოხალისედ დაიწყო მუშაობა.
    იელის უნივერსიტეტში სწავლის დროს, 1971 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე და აშშ-ის რიგით 42-ე პრეზიდენტი, ბილ კლინტონი. ამ დოისთვის ჰილარი განიხილებოდა როგორც დიდი პოლიტიკური მომავლის მქონე პიროვნება. 1974 წელს ჰილარიმ არკანზასის უნივერსიტეტში გადაინაცვლა სამუშაოდ, სადაც სისხლის სამართალს ასწავლიდა. 1978 წელს, ბილ კლინტონის არკანზასის გუბერნატორად აირჩევის შემდეგ, ჰილარი შტატის პირველი ლედი გახდა და ამ ტიტულს მომდევნო 12 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. 1982 წლიდან 1988 წლამდე, ჰილარი ლიბერალური ფონდის „New World Foundation“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და თავმჯდომარე გახდა. 
    ჰილარი კლინტონი ეროვნული ყურადღების ცენტრში 1992 წელს მოექცა, როდესაც მისი მეუღლე დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა. ჰილარიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეუღლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ის გახლდათ ბილის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი. საბოლოოდ, არჩევნები 1993 წელს ბილ კლინტონის გაპრეზიდენტებით დამთავრდა. ქვეყნის პირველი ლედი, ჰილარი კლინტონი აქტიურად იყო ჩართული საჯარო პილიტიკის წარმოებაში, რითვისაც ის არაერთხელ გააკრიტიკეს. ამასთან, პირველი ლედი გახდა რამდენიმე გამოძიების საგანიც... თუმცა, ყველაზე დიდი სკანდალი, რომელიც კლინტონების ოჯახმა გადაიტანა, ეს იყო 1998 წელს აგორებული სკანდალი, რომელიც ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ინტიმურ კავშირს უკავშირდებოდა. პრეზიდენტის რომანი ამერიკაში დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზი გახდა და საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტამდეც კი მივიდა. 
    1999 წელს ჰილარი კლინტონი გახდა პირველი პრეზიდენტის ცოლი, რომელიც აშშ-ის სენატში აირჩიეს, ხოლო 2006 წელს ის მეორე ვადით აგრძელებს მუშაობას. 2007 წელს, მან განაცხადა, რომ გახდებოდა ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. თუმცა, მან ვერ შეძლო მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება ბარაკ ობამასთან, რომელიც დემოკრატიული პარტიის ნომინანტი გახდა. გაპრეზიდენტების შემდეგ, 2008 წელს ობამამ ჰილარი კლინტონი აშშ-ის სახელმწიფო მდივანად დანიშნა. 2013 წელს მან აღნიშნული პოსტი დატოვა, რომელიც მასაჩუსეტსის სენატორმა, ჯონ კერიმ დაიკავა. 2014 წელს, ჰილარიმ გამოსცა მემუარების კრებული „რთული არჩევანი“, სადაც სახელმწიფო მდივნად მუშაობის დროს დაგროვილ გამოცდილებაზე საუბრობს. მომდევნო წელს გაირკვა, რომ პოსტზე მუშაობის დროს იგი, კანონის დარღვევით, მიმოწერისთვის პირად სერვერს იყენებდა და ამის გამო, ფედერალურმა ბიურომ კლინტონის მეილების შემოწმება დაიწყო.
    2016 წლის თებერვალში ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩაერთო. მის კანდიდატურას საზოგადოების დიდი ნაწილი პოზიტიურად შეხვდა. საპრეზიდენტო კამპანიამ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. საბოლოოდ,  რესპუბლიკური პარტიიდან კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დაამარცხა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტონი. 2016 წელს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მემუარების  წიგნი -  “რა მოხდა“ დაწერა, რომელშიც ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ წერს. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მემუარებში ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებულ სკანდალსაც ეხება და არჩევნებში რუსეთის ფედერაციის ჩართულობაზე საუბრობს.

  • ჰყავს ქმარი - ბილ კლინტონი, აშშ-ის რიგით 42-ე პრეზიდენტი, რომელზეც 1975 წელს იქორწინა. ჰყავთ შვილი - ჩელსი კლინტონი. 
    დედა - დოროთი ჰოუველი, დიასახლისი, ხოლო მამა - ჰიუ როდჰემი, ბიზნესმენი. ჰყავს ორი ძმა - ჰიუ და ტონი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ჰენრი კისინჯერთან, სესილი რიჩარდსთან, მიშელ ობამასთან...

ეს პერსონა
Top