მიხეილ ბატიაშვილი (47 წლის)
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი
  • 21 ნოემბერი, 1971 წელი
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1996 წელს.

  • ფსიქოლოგი
  • განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • საქართველო
  • პროფესიით ფსიქოლოგი, ბიზნესის ადმინისტრირების ასოცირებული პროფესორი, წლების განმავლობაში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი.

    მიხეილ ბატიაშვილის სახელს უკავშირდება საქართველოში „სილიკონ ველი თბილისის“ დაფუძნება და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) შექმნა. 2016-2018 წლებში გახლდათ ამავე უნივერსტიტეტის რექტორი.

    2011-2015 წლებში მიხეილ ბატიაშვილი მოღვაწეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტში, ბიზნეს-სკოლის დეკანის თანამდებობაზე.

    წლების განმავლობაში მიხეილ ბატიაშვილი იყო ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის საერთაშორისო აუდიტორი.

    სხვადასხვა დროს იგი იკავებდა დირექტორის თანამდებობას „ბიზნეს კონსალტინგში“, ასევე, დირექტორის მოადგილის თანამდებობას საქართველოს ანტიკორუფციულ საბჭოში, გახლდათ მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმების ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ეს პერსონა
Top