მიხეილ ბატიაშვილი (48 წლის)
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი
  • 21 ნოემბერი, 1971 წელი
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი

  • ფსიქოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი. თანამდებობაზე მოსვლის დღიდან, მან აქტიურად დაიწყო განათლების სისტემაში რეფორმების გატარება. პირველ, რიგში ეს უკავშირდება „ერთიან ეროვნულ გამოცდებასა“ და „კატის“ გამოცდებს. სკოლის საატესტატო გამოცდების მოხსნით, მან დიდი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში. ზოგის აზრით ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ზოგი კი ფიქრობდა, რომ მან არასწორი ნაბიჯი გადადგა. თავად კი აღნიშნავს, რომ აუცლიებელია „ვენდოთ სკოლას,  მის მიერ მომზადებულ ბავშვს და ერთხელ და სამუდამოდ გავაუქმოთ რეპეტიტორობის ინსტიტუტი“. ის იყო ასევე, ინიციატორი იმისა, რომ „ერთიან ეროვნულ გამოცდებზე“ გაუქმებულიყო ზოგადი უნარების გამოცდაც. ფაქტობრივად, მისი თანამდებობაზე მოსვლის დღიდან, ძირეული რეფორმების გატარება დაიწყო განათლების სისტემაში, რასაც უმრავლეს შემთხვევაში გამოცდების გაუქმება გასდევდა ლაიტმოტივად. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა მაია მიმინოშვილი, რომელიც „ერთიან ეროვნულ გამოცდებს“ 2005 წლიდან კურირებდა. მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს განათლების ახალი სისტემა, რომელიც ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე იქნება დაფუძნებული. ისაა ქართული საგალობლების აღდგენის, უნივერსიტეტებში დაფინანსების საბაზისო მოდელზე გადასვლის, პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდის, ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატორი. მისი იდეით დიდ დიღომში აშენდება საგანამანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“. „ეს ქალაქი მაღალი ხარისხის განათლების ნიმუში გახდება, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზნებს სრულიად მოემსახურება“ - ამბობს ბატიაშვილი. მისივე სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019 წლის მაისში კულტურის მიმართულების სსიპ-ების და „მწერალთა სახლისა“ და „წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაერთიანება მოხდა. ამ ფაქტს, საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა კულტურისა და სამწერლობო სფეროს წარმომადგენლებისგან. 
    2018 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად ჩაერთო NASA-ს პროექტში, რომლის მიხედვითაც კოსმოსური სააგნეტოების ინიციატივით, მარსზე და მთვარეზე დაირგვება სხვადასხვა მცენარე და მოხდება დაკვირვება თუ რამდენად გაიხარებენ ისინი მათ ზედაპირზე. პროექტში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ქვეყნიდან გაიტანენ სპეციალურად გამოყვანილ ვაზის ჯიშს, დარაგვენ მარსზე და დააკვირდებიან თუ როგორ ადაპტირდება ის ახალ გარემოსთან. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „პროექტი ნამდვილად უნიკალური და მნიშვნელოვანია, რადგან მასში მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყანა, საქართველო კი სწორედ ვაზის კუთხით დაფიქსირდება“. 
    ბატიაშვილის სახელი უკავშირდება ასევე, ერთ-ერთ რეზონანსულ საქმეს, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს. 2018 წლის დეკემბერში, ანონიმური წერილის საფუძველზე, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში, სამინისტროს ბრძანებულებით გაიგზავნა ინსპექტირების ჯგუფი, რომელმაც სკოლაში რიგი დარღვევები აღმოაჩინა, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში. ამ ფაქტიდან მალევე, სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა და გარდაიცვალა. როგორც, კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებდა, სკოლაში ინსპექტირების სამსახურის მისვლა იყო ერთგვარი შურისძიება დედამისის მიმართ, რადგან მან, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში „ქართულ ოცნებას“ დახმარებაზე რამდენჯერმე უარი უთხრა და მათთან თანამშრომლობა არ ისურვა. განათლების სამინისტრომ, კი მსგავსი ქმედებებით იძია შური კერზაიაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ანონიმური წერილის ავტორი, კონკრეტული პიროვნება საერთოდ არ ყოფილა და ეს წერილი სპეციალურად იყო შექმნილი სკოლაში შესვლის საბაბის მიზნით. ამ ბრალდებებს უარყოფდა ბატიაშვილი და ამბობდა, რომ განათლების სამინისტროს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან. 

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მიხეილ ბატიაშვილი გახლდათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. წლების განმავლობაში იყო ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე, „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტის ხელმძღვანელი. 2012 წელს ის გახდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის  სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი. იკავებდა მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმის ცენტრის ვიცე დირექტორის თანამდებობას. ასევე, ის საკონსულტაციო კომპანიის “IPN Consulting”- ის თანადამფუძნებელი. წლების განმავლობაში იყო ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის საერთაშორისო აუდიტორი. მის სახელს უკავშირდება მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების განხორციელება ისეთ საერთაშორისო წამყვან ორგანიზაციებთან, როგორებიცაა მაიკროსოფტი, აიბიემი, სემანტეკი და სხვ.  

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top