ლადო აფხაზავა (43 წლის)
  • სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
  • 09 იანვარი, 1976 წელი - დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელი ნიგვზიანში
  • დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც 2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული. 2019 წელს დასახელდა „მასწავლებლის გლობალური პრიზის“ ფინალისტთა ათეულში. ის, 2010 წლიდან სოფელი ჩიბათის სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მისი სწავლების მეთოდი გამორჩეული და ინოვაციურია. მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს. მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს. მან წამოიწყო პროექტი „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება. ასევე, ის არის ავტორი პროექტ „ეთნო რძლებისა“, რომელიც მულტიკულტურალიზმისა და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად. ამ პროექტს საერთაშორისო ჯიდლოც კი გადაეცა. იგი წლების განმავლობაში ცდილობდა ბავშვებისთვის სიახლეები შეეთავაზებინა, სკოლის მერხიდან სწავლების პროცესი ბუნებაში გადაეტანა. ფინანსური პრობლემების გამო, ხშირად ითხოვდა ერთსა და იმავე ორგანიზაციისგან დაფინანსებას და მისი ეს მცდელობებიც წარმატებით სრულდებოდა. „ 62 ბავშვი ტყეში მიმყავდა, რომ იქ გვეხმაურა და სხვადასხვა საქმის კეთებით მათთვის შემეძინა უნარები და დამოუკიდებლობა...“

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი დამოუკიდებელ და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. 2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. ბავშვებმა ბანაკს „ლადოს ბანაკი უწოდეს“. ლადოს დევიზია „ბავშვი უპირველეს ყოვლისა“, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვა და გულგრილად არასოდეს ტოვებს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებს. ამბობს, რომ მასწავლებლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ეს მისი მოწოდება იყო. 1 წლის განმავლობაში მუშაობდა მოხალისედ და „მხიარულთა და საზრიანთა კლუბს“ ხელმძღვანელობდა. კოლეგები მას დადებით პიროვნებად ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ ის ყოველთვის ცდილობს სხვების დახმარებას, იდეების გაზიარებით სიახლეების დანერგვას. არის კომუნიკაბელური, ხალისიანი, ენერგიული და მშრომელი ადამიანი. გამოირჩევა ჩაცმულობითაც და ეროვნული სამოსის დეტალები ყოველთვის იგრძნობა მის სტილში.
  • 2000 წლიდან პედაგოგად მუშაობს. თავდაპირველად იყო რელიგიის მასწავლებელი, ხოლო შემდეგ სამოქალაქო განათლების. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობს. აღნიშნავს, რომ მუდამ ცდილობს ბავშვებმა თავი იგრძნონ როგორც, საკუთარ სახლში, ოჯახში და იგი უბრალოდ თავშესაფარს არ დაემსგავოს. 2019 წელს ის ვარკისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა.

ეს პერსონა
Top