გია აბაშიძე (46 წლის)
  • პოლიტიკის ანალიტიკოსი
  • 29 მაისი, 1973 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • არის კონფლიქტების მართვისა და ანალიზის მაგისტრი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრი. სწავლობდა ბრიტანეთის „მანჩესტერ სითი კოლეჯში“ პოლიტიკასა და სამართალს. თბილისში გავლილი აქვს აშშ-ს „რენდის“ კურსი უსაფრთხოებასა და სტრატეგიის საკითხებში

  • პოლიტოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკისა და მედიის ანალიტიკოსი. ბოლო პერიოდში მისი სახელი უკავშირდება ეკა ბესელიასა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეს. აბაშიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავდა რომ, ბესელიამ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი ომეგას მრავალმილიონიანი  დავის მოსაგვარებლად და რომ ის (ბესელია) მალე გაირიცხება პარტიიდან და უმრავლესობიდან კორუფციის ბრალდებით.
    ეს პერსონა, ასევე ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა კვლევებსა თუ მონიტორინგებს, რომელიც უკავშირდება როგორც, ენმ-სა და NGO-ების კავშირებს, ასევე რუსთავი 2-ის რეიტინგულობისა და ობიექტურობის საკითხებს

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • თუ მის ფეისბუქ გვერდს დავაკვირდებით, ვნახავთ რომ, მის მიერ ატვირთული სურათების უმრავლესობაზე გამოსახულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პირები, მაგ: ტერეზა მეი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია ტრამპი და ა.შ. ხშირად შევხვდებით ამა თუ იმ პოლიტიკოსისა თუ პოლიტიკური მოვლენის კარიკატურებსაც.
  • გია აბაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა პოლიტიკისა და მედიის ანალიტიკოსად თბილისში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში. იყო ევროინტეგრაციის პროექტების კომისიის წევრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოში“. მუშაობდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურში და გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრესმდივნად. ტელეკომპანია „იბერიაზე“ მიჰყავდა პოლიტიკური გადაცემა „პანორამა“. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს ფრილანსერ პოლიტიკურ ანალიტიკოსად და ბრიტანული კვლევითი ცენტრის „ქომონსფეის.ეუ-ს“ კონტრიბუტორად.

ეს პერსონა
Top