არის კონფლიქტების მართვისა და ანალიზის მაგისტრი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრი. სწავლობდა ბრიტანეთის „მანჩესტერ სითი კოლეჯში“ პოლიტიკასა და სამართალს. თბილისში გავლილი აქვს აშშ-ს „რენდის“ კურსი უსაფრთხოებასა და სტრატეგიის საკითხებში
ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკისა და მედიის ანალიტიკოსი. ბოლო პერიოდში მისი სახელი უკავშირდება ეკა ბესელიასა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეს. აბაშიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავდა რომ, ბესელიამ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი ომეგას მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად და რომ ის (ბესელია) მალე გაირიცხება პარტიიდან და უმრავლესობიდან კორუფციის ბრალდებით.
ეს პერსონა, ასევე ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა კვლევებსა თუ მონიტორინგებს, რომელიც უკავშირდება როგორც, ენმ-სა და NGO-ების კავშირებს, ასევე რუსთავი 2-ის რეიტინგულობისა და ობიექტურობის საკითხებს
გია აბაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა პოლიტიკისა და მედიის ანალიტიკოსად თბილისში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში. იყო ევროინტეგრაციის პროექტების კომისიის წევრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოში“. მუშაობდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურში და გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრესმდივნად. ტელეკომპანია „იბერიაზე“ მიჰყავდა პოლიტიკური გადაცემა „პანორამა“. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს ფრილანსერ პოლიტიკურ ანალიტიკოსად და ბრიტანული კვლევითი ცენტრის „ქომონსფეის.ეუ-ს“ კონტრიბუტორად.