გიორგი კელაპტრიშვილი (29 წლის)
  • მომღერალი
  • 12 თებერვალი, 1991 წელი
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მომღერალი, „რუსთავი 2“-ის მუსიკალურ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული და მუსიკოსი ძმების - გეროსი და ომარი კელაპტრიშვილების შთამომავალი. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: გიორგი ცხადაძესთან, გუგა მარგველაშვილთან, ნუცა თოფურიასთან, ვახო კრაწაშვილთან.

  • მისი ინტერესის სფეროა - მანქანები. ოცნებობს საკუთარი ბიზნესის ქონაზე.
  • გიორგი ცნობილი მუსიკოსი ძმების გეროსი და ომარი კელაპტრიშვილების ოჯახში გაიზარდა. სიმღერა ბაბუამ ასწავლა, 5 წლიდან მღერის, თუმცა ამ მიმართლებით უმაღლესი განათლება არასდროს მიუღია და ყოველთვის მოყვარულის დონეზე ასრულებდა კომპოზიციებს. 2018 წელს, პროექტ „მხოლოდ ქართულში“ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, 10 საუკეთესო კონკურსანტშიც მოხვდა და ოქროს ღილაკიც დაიმსახურა. პროექტში მისი გამოსვლები, როგორც ჟიურის წევრების, ასევე საზოგადოების, დიდ აღფრთოვანებას იწვევდა. ყოველთვის ლიდერი პოზიცია ეკავა ხმის მიცემის პროცედურაშიც და საბოლოოდ, გამარჯვება მოიპოვა კიდეც. ამის შემდეგ, ის უფრო აქტიურად ჩაერთო საშემსრულებლო სფეროში. ჩაწერა დუეტი სოფო ნიჟარაძესთან, სახელწოდებით „ძველი ჰანგი“. 2019 წლის გაზაფხულზე კი, მან ჯგუფ „ნიუტონთან“ ერთად გამართა სოლო კონცერტი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top