გვინეთ პელტროუ (47 წლის)
  • მსახიობი
  • 27 სექტემბერი, 1972 წელი - დაიბადა ლოს-ანჯელესში
  • სწავლობდა კალიფორნიის უნივერსიტეტში ანთროპოლოგიას, თუმცა სწავლა არ დაუმთავრებია.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ოსკაროსანი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ჰოლივუდის ფილმებში შესრულებული როლებით. 
    გვინეთ პელტროუს სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში „სიმაღლე“(1989), რომელის რეჟისორიც მამამისი იყო. ამას მოჰყვა ფილმი „ყვირილი“, რომელშიც პელტროუ ჯონ ტრავლოტასთან ერთად მონწილეობდა. იმავე წელს, მსახიობმა ითამაშა სტივენ სპილბერგის წარმატებულ ფილმში „კაპიტანი კაუჭა“. 1993 წელს გვინეტ პელტროუმ ითამაშა ფილმში „სისხლი და ძვალი“, რომელმაც მსახიობს კრიტიკოსებისგან აღიარება მოუტანა. 90-იანი წლების მეორე ნახევარში იწყება გვინეთ პელტროუს აღმავლობის ხანა. 1998 წელს მონაწილეობა მიიღო ისეთ პოპულარულ ფილმებში მონაწილეობა, როგორიცაა: „დიდი იმედები“, „ფრთხილად! კარები იკეტება“, „იდეალური მკვლელობა“ და „შეყვარებული შექსპირი“. შექსპირის წარმოსახვითი საყვარლის პერსონაჟის განსახიერებისთვის, გვინეთ პელტროუმ ოქროს გლობუსის, ოსკარისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები მოიპოვა. 
    აღსანიშნავია, რომ ოსკარის შემდეგ, პელტროუს სამსახიობო კარიერა ნაკლები წარმატებითა და კრიტიკოსთა აღიარების შემცირებით გაგრძელდა. 1999 წელს პელტროუმ კუდ ლოუსთან, მეტ დეიმონთან და კეიტ ბლანშეტთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში „ნიჭიერი მისტერ რიპლი“. თუმცა, 2008 წლამდე მსახიობის კარიერაში მნიშვნელოვანი ძვრები არ შეიმჩნეოდა. 2008 წელს კი, პელტროუმ ფილმ „რკინის კაცში“ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც პეპერ პოტსის პერსონაჟი განასახიერა. ასევე, ითამაშა პირველ ფილმში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაში „რკინის კაცი 2“(2010) და „რკინის კაცი 3“(2013). 
    2008 წელს გვინეთ პელტროუმ დაარსა ჯანმრთელობის პროდუქტების კომპანია „Goop”. მიუხედავად პროდუქციის კრიტიკისა, კომპანიის მოგებამ 2018 წელს $250 მლნ. დოლარი შეადგინა. 2017 წელს, გვინეტ პელტროუმ განაცხადა, რომ სამსახიობო კარიერისგან დროებით შეისვენებდა და მთლიანად კომპანიის განვითარებაზე ფოკუსირდებოდა.

  • ჰყავს ქმარი - ბრედ ფელჩუკი, რეჟისორი, რომელზეც 2018 წელს იქორწინა.
    პირველი ქმარი - კრის მარტინი, ჯგუფ „Coldplay“-ის სოლისტი, რომელზეც 2003 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი საერთო შვილი. წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა. 
    დედა - ბლაიტ დანერი, მსახიობი, ხოლო მამა - ბრიუს პელტროუ, რეჟისორი და პროდიუსერი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს კამერონ დიასთან, ბიონსესთან, ვაინონა რაიდერთან, სტელა მაკარტნისთან...

  • მისი ჰობია იოგა და მუსიკა.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top