ორლანდო ბლუმი (42 წლის)
  • მსახიობი
  • 13 იანვარი, 1977 წელი - დაიბადა კანტერბურიში
  • სწავლობდა ბრიტანულ-ამერიკული დრამის აკადემიასა და გილდჰოლის მუსიკისა და დრამის სკოლაში.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ინგლისელი მსახიობი, რომელმაც ლეგოლასის როლი შეასრულა კინოტრილოგიაში „ბეჭდების მბრძანებელი“. მან პოპულარობა მოიპოვა ფენტეზისა და სათავგადასავლო ფილმებში შესრულებული როლებით.
    „შავი ქორის დესანტში“(2001) შესრულებული როლის შემდეგ, დაიწყო მისი კარიერული წინსვლა. 2003 წელს ორლანდო ბლუმი, კირა ნაითლთან და ჯონი დეპტთან ერთად „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ იღებს მონაწილეობას, სადაც ვილ ტარნერის როლს ასრულებს. 2004 წელს ბრედ პიტთან ერთად თამაშობს ფილმში „ტროა“. ბლუმმა ჰოლივუდში წამყვანი მამაკაცი მსახიობის სახელი დაიმკვიდრა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორებიცაა: „ზეციური სამეფო“(2005) და „ელისაბედთაუნი“(2005). 
    სამსახიობო კარიერის გარდა, ბლუმი სხვადასხვა სახის სპორტს მისდევს, მათ შორის იოგას და საველოსიპედო სპორტს. ის ასევე პრაქტიკოსი ბუდისტი და გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩია.

  • პირველი ცოლი - მირანდა ქერი, „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელი. ჰყავთ შვილი. 
    2019 წელს ორლანდო ბლუმი და მომღერალ, ქეითი პერიზე დაინიშნა. დედა - სონია კოპლენდი, ხოლო მამა - კოლინ სტოუნი.

  • არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე
  • მეგობრობს კორნი კოქსტან, ჯონი დეპთან, კირსტენ დასტთან, ლივ ტაილერთან...

ეს პერსონა
Top