თამთა გოდუაძე (38 წლის)
  • მომღერალი
  • 10 იანვარი, 1981 წელი
  • დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი - რუსული და ინგლისური ენების განხრით.

  • ფილოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მომღერალი. ის  მრავალი წელია, რაც საბერძნეთში მოღვაწეობს. პროექტ „Super Idol Greece“-ში მონაწილეობისა და მეორე ადგილის მოპოვების შემდეგ უფრო და უფრო პოპულარული გახდა. მსოფლიოს მუსიკალურ კულტურულ სამყაროში იგი ცნობილია „თამთას“ სახელით. სიმღერა 5 წლის ასაკიდან დაიწყო. 6 წლის განმავლობაში მღეროდა ბავშვთა გუნდში და პარალელურად, საბალეტო სკოლაში დადიოდა. 14 წლის იყო, როდესაც დაორსულდა და შვილი გააჩინა. 22 წლისა, უნივერსიტეტი დაამთავრა და დედასთან საბერძნეთში გაემგზავრა. სწორედ, აქედან იწყება მისი კარიერული წინსვლა. „Super Idol Greece“- ის შემდეგ, იგი ბერძენმა მსმენელმა მთელი გულით შეიყვარა და მაყურებლის ინტერესმაც და ცნობისმოყვარეობამაც ნელ-ნელა იმატა. მას ამჟამად, არაერთი ალბომი და ჰიტი ეკუთვნის. ბევრი პრიზი მიუღია ადგილობრივ მუსიკალურ დაჯილდოებებზე, ხშრიად იწვევენ ტელეპროექტებში, გადაღებებში, შოუებში. მას, როგორც ლეიდი გაგად და რიანადაც მოიხსენიებენ თამამი გამოსვლებისა და სტილის გამო. მისი თამამი კოსტიუმები სხვადასხვა ღონისძებებზე, დაჯილდოების ცერემონიებსა თუ ჩვეულებრივ დღეებში ხშირად გამხდარა განხილვის საგანი. 2014 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და The X Factor-ის ჟიურის წევრი გახდა. შედარებით ლმობიერი, ნაკლებად კრიტიკული თამთა, საქართველომ და ფართო საზოგადოებამ სწორედ, ამ პროექტის წყალობით გაიცნო. 2019 წელს, მან კვიპროსის სახელით იასპარეზა ევროვიზიაზე, სიმღერა „Replay“-ით წარსდა და მე-13 ადგილიც დაიკავა. სწორედ, ეს სიმღერა შეასრულა მან „ათენის პრაიდზე“ და LGBT თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.

  • ჰყავს შვილი. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად დედით ამაყობს და ამბობს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მისთვის მისაბაძი და მაგალითია. სწორედ, დედის თანადგომას უკავშირებს თავის წარმატებას და პოპულარობას.

  • არის საბერძნეთის მოქალაქე
  • 2007 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი "Тамта“, შემდგომ Agapise Me. იგი, მთელ საბერძნეთში ცნობილი გახდა სინგლებით - Ftes და „Den Telioni Etsi i Agapi“. 2009 წელს, მან აიღო პრემია წლის საუკეთესო დუეტი. 2017 წელს, ბერძნულ ჟურნალ - „CELEBRITY”-ში, იგი სტილის კერპადაც კი აღიარეს.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top