ლივ ტაილერი (42 წლის)
  • მსახიობი, მოდელი
  • 01 ივლისი, 1977 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მოდელი და მსახიობი, Aerosmith-ის სოლისტის, სტივენ ტაილერის შვილი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა „ბეჭედების მბრძანებლის“ ტრილოგიაში შესრულებული არუენის როლით. 
    ლივ ტაილერმა კარიერა სამოდელო საქმიანობით დაიწყო. 14 წლის იყო, როდესაც სხვადასხვა სატელებიზიო რეკლამებში გადაიღეს. ტაილერს მალევე მობეზრდა მოდელობა და სამსახიობო კარიერაზე ფოკუსირდა. მისი სამსახიობო დებიუტი 1993 წელს შედგა, როდესაც მამამისის, სტივენ ტაილერის კლიპში „Crazy“ გადაიღეს. ამას მოჰყვა ფილმები: „მდუმარე შეტაკება“(1994), „ემპაიერ რეკორდსი“(1995) და „მძიმე“(1995). ფილმი, რომელმაც ლივ ტაილერს დიდი პოპულარობა და საერთაშორისო აღიარება მოუტანა, იყო „მოპარული სილამაზე“(1996), რომელშიც ლუსი ჰარმონის პერსონაჟი განასახიერა. 1998 წელს ლივ ტაილერის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „არმაგედონი“, რომელშიც ბრუს ვილისის შვილის პერსონაჟს განასახიერებდა. ფილმს დიდი კომერციული წრმატება ხვდა წილად. მისმა მოგებამ 500 მლნ. დოლარს გადააჭარბა. 
    2000-იანი წლები ლივ ტაილერის სამსახიობო კარიერისთვის დიდად წარმატებული გამოდგა. 2001 წელს გადაიღეს ფილმში „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“, რომელშიც ელფის პერსონაჟს, არუენ უნდომიელის განასახიერებდა. მისი პერსონაჟი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, ხოლო ფილმა მაყურებელში დიდი აღტაცება გამოიწვია. ამას მოჰყვა ფილმის ორი სერია: „ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი“(2002) და „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“(2003). ტრილოგიამ დიდი კომერციული წარმატება მოიტანა, ხოლო ლივ ტაილერმა კრიტიკოსებისგან დიდი აღიარება მოიპოვა. 2003 წლიდან ლივ ტაილერი პარფიუმერული ბრენდის „Givenchy“-ის სახე გახდა. 2008 წელს ლივ ტაილერი ედვარდ ნორტონთან და უილიამ ჰარტთან ერთად გადაიღეს ფილმში „წარმოუდგენელი ჰალკი“. 
    2014 წელს მსახიობის მონაწილეობით კიდევ ერთი წარმატებული სერიალი გამოვიდა. ის გამოჩნდა HBO-ს სერიალში „მიტოვებულები“. 2017 წელს ლივ ტაილერი მონაწილეობდა  BBC/HBO-ს მინისერიალში „დენთი“, ხოლო იმავე წლის მიწურულს, გადაიღეს სერიალში „მეძავები“.

     

  • 2014 წლიდან ცხოვრობს თავის პარტნიორთან დევიდ გარდენთან ერთად, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს.
    პირველი ქმარი - როისტონ ლენგდონი, მუსიკოსი, რომელზეც 2003 წელს იქორწინა. 2008 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ქეით ჰიუდსონთან, სტელა მაკარტნისთან, ორლანდო ბლუმთან, ქეიტ მოსთან...

  • მისი ჰობია მედიტაცია.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top