დანიელ ალვეში (33 წლის)
  • ფეხბურთელი
  • 06 მაისი, 1986 წელი - დაიბადა ჟუაზეირუში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერეის მარჯვენა მცველი. ალვესის მამა ფერმერი იყო და ახალგაზრდობაში, ალვესიც ფერმერად მუშაობდა. პატარაობაში ის მეზობელ ბავშვებთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს. მამამის უყვარდა ფეხბურთი და წვრთვნიდა საკუთარ გუნდს, სადაც ალვესმა ათი წლის ასაკში დაიწყო თამაში. ახალგაზრდა დანიელმა ფეხბურთის თამაში რეგიონის უძლიერეს კლუბში, “ესპორტე კლუბ ბაიაში” დაიწყო.
    2002–2003 წლების სეზონის შემდეგ, ალვესი მიემგზავრება ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2003 წლის მსოფლიო ახალგაზრულ ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიის ახლაგაზრდული ნაკრების ტრიუმფით სრულდება, ალვესი კი ტურნირის რიგით მესამე საუკეთესო ფეხბურთელი ხდება. 2008 წლის 2 ივლისს ალვესი შეუერთდა „ბარსელონას“. მან სევილია დატოვა და დასძინა, რომ ამ გუნდში ის მოვიდა როგორც ბავშვი და ტოვებს მას როგორც კაცი, პრესკონფერენციის ბოლოს მან ცრემლები ვეღარ შეიკავა. 2011 წლის 29 სექტემბერს, ალვესი საერთაშორისო ორგანიზავია „Special Olympics International“-ის ელჩად დაინიშნა.
    2014 წელს ალვესი „ვილიარეალთან“ თამაშის დროს, რასისისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. „ვილიარეალის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დისკრიმინაციის ნიშნად, მას ბანანი ესროლა. საპასუხოდ, ალვესმა ბანანი აიღო და მოკბიჩა. მოგვიანებით, მან ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მსგავსი ქმედებები იუმორის კუთხით უნდა მიიღოთ. ჩვენ მოვლენებს ასე მარტივად ვერ შევცვლით. ისინი თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ, თუ მათ ქმედებებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ.“ 
    მიუხედავად იმისა, რომ ალვესი სიმაღლეში სულ რაღაც 173 სანტიმეტრია და 64 კილოს იწონის, იგი ფიზიკურად მაინც ძალზე ძლიერია. ის დაუღალავად დარბის თავის ფლანგზე და ხშირად ერთვება შეტევებში ისე, რომ არც უპირველეს მოვალეობას ივიწყებს. ითვლება რა თავისი თაობის საუკეთესო მცველად, ბრაზილიელი ფეხბურთელი კარგად ფლობს ორივე ფეხს. სახელი კი, თამაშის ტემპით, გამძლეობით, თავდასხმებითა და ტექნიკური უნარ-ჩვევებით გაითქვა. 

  • ჰყავს მეუღლე - ჯოანა სანზი, მოდელი, რომელზეც 2017 წელს იბიცაზე იქორწინა.  მამა - დომინგოს სალვე, ფერმერი.

  • არის ბრაზილიისა და ესპანეთის მოქალაქე
  • მისი ჰობია თავისუფალი დროის ოჯახთან ერთად გატარება.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top