რატი დურგლიშვილი (37 წლის)
  • მომღერალი
  • 05 აპრილი, 1982 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ა.ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის სახვითი განყოფილება. სწავლობდა თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.

  • მხატვარი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მომღერალი. იგი მაკა ზამბახიძესთან ერთად მღეროდა დუეტ „ჯორჯიაში“, რომელიც 2008 წელს მონაწილეობდა კონკურსს „ახალ ტალღაში“. ჯგუფმა მუსიკალურ კონკურსში პირველი ადგილი აიღო. მათ მიერ შესრულებული საფინალო სიმღერა „In love we swim“, სწორედ რატის დაწერილი იყო. ისინი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სწორედ, ამ გამარჯვებამ მოუტანა დუეტს აღიარება, პოპულარობა და ხალხის სიყვარული. 2011 წელს, ლატვიაში, საკონცერტო დარბაზ „ზინტერის“ წინ გაიხსნა „ჯორჯიას“ ვარსკვლავი. თუმცა, რამდენიმე წელში, 2014 წელს ჯგუფი დაიშალა. რატის თქმით, მას სურდა სოლო კარიერის გაგრძელება. 2015 წელს, მან უკვე ჩაწერა მისი პირველი სოლო სიმღერა „ქაღალდის ნავი“, რომელზეც კლიპი გადაიღო. მისი ეს სიმღერა, 2016 წელს დასახელდა წლის საუკეთესო პოპ-სიმღერად და ასევე გახდა ტელეკომპანია „Music Box“-ის რჩეული. 2018 წელს იყო ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე. მისი საკონკურსო სიმღერა იყო Why, რომლის კომპოზიტორიც თავადვე გახლდათ. 
    აკადემიაში სწავლის პარალელურად მღეროდა თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ბარ „ტუკან-ში“. მუშაობდა საკუთარ სტუდიაში, წერდა სიმღერებს, აკეთებდა არანჟირებას. მღეროდა ლელა წურწუმიას ბექ-ვოკალში. 2007 წელს მან მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტ „იმედის ტალღა 3-ში“, რომელშიც მოიპოვა გამარჯვება და გახდა ჟიურის რჩეული. 
    1989 წელს, იყო ვოკალურ-ინტრუმენტალურ ანსამბლ „მთიების“ სოლისტი.

  • რატი დურგლიშვილის მამა - ვაჟა დურგლიშვილი ცნობილი კომპოზიტორია. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: ნოე სულაბერიძესთან, ნინა წკრიალაშვილთან, ქრისტინე იმედაძესთან, მაკა ზამბახიძესთან, ლელა წურწუმიასთან, შორენა ბეგაშვილთან.

  • უყვარს მოგზაურობა, აქსესუარები. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩაცმულობას, სტილს. ცდილობს იყოს მუდამ ფორმაში, ამიტომ რეგულარულად ვარჯიშობს და სისტემატურად არის დიეტაზე. ყველაზე მეტად ეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის, ფიქრობს, რომ მძიმე ხასიათი აქვს, განსაკუთრებით პირადი ურთიერთობის დროს. სიმღერის პარალელურად, ბავშვობიდან ხატავს. 3 წლის ასაკიდან ძერწავდა, ხატავდა და ქმნიდა ხელნაკეთ ნივთებს. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი მოხვდა 2000 წლისადმი მიძღვნილ საბავშვო კალენდრის ფურცლებზე. ხოლო, მისი უსაყვარლესი ნახატი „ბურუსი“ ინახება აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში. გაფორმებული აქვს პოეტ ნატო გოგიშვილის ლექსების ორი კრებული. 2018 წელს, დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების გაკეთება. მისი ხელნაკეთი ნივთებით უცხოური კომპანიებიც კი დაინტერესდნენ.
  • 1999 წელს დაიდგა ინგლისურენოვანი საბავშვო ოპერა „კონკია“, რომელშიც რატი მთავარ გმირს, პრინც „რიჩარდს“ თამაშობდა. მონაწილეობდა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“.  2019 წელს, დუეტი „ჯორჯია“ დროებით კვლავ გაერთიანდა და გამართა კონცერტი ბათუმში. 

ეს პერსონა
Top