მაიკო კაჭკაჭიშვილი (39 წლის)
  • კომპოზიტორი, მომღერალი
  • 03 თებერვალი, 1981 წელი
  • კომპოზიტორი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც კომპოზიტორი და მომღერალი, 100-ზე მეტი სიმღერისა და ათეულობით ჰიტის ავტორი, რომლის სიმღერები, თითქმის, ყველა ქართველ რეიტინგულ მომღერალს აქვს შესრულებული. 
    მაიკოს ცნობადობა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, მას შემდეგ, რაც მან წონაში საგრძნობლად დაიკლო. კუჭის დაპატარავების ოპერაციის შემდეგ, მან შეძლო 64 კილოგრამის დაკლება და სასურველი შედეგის მიღწევა. მის რადიკალურ ცვლილებას, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში და განხილვის საგნად იქცა. 

  • ჰყავს სამი შვილი: ორი ტყუპი ბიჭი და გოგონა. მისი მეუღლე, რომელთანაც ამჟამად გაშორებულია, ცნობილი მომღერალი ლევან ლაზარაშვილი იყო. მაიკოს ერთ ერთი შვილი დათუნა ლაზარაშვილი მონაწილეობას იღებდა „რუსთავის 2“-ის გადაცემა „იქს ფაქტორში“, თუმცა გამარჯვება ვერ შეძლო და ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა პროექტს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: რატი დურგლიშვილთან, დათუნა მგელაძესთან, სტეფანე მღებრიშვილთან, ქრისტინე იმედაძესთან.

  • მაიკო კაჭკაჭიშვილი ცნობილი კომპოზიტორია. ალბათ, ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში, ძალიან ცოტა მომღერალი თუ მოიძებნება, რომლებიც შეიძლება მის სიმღერებს არ ასრულებდნენ.  ის არის 100-ზე მეტი სიმღერისა და ათეულობით ჰიტის ავტორი. მან კარიერის მანძილზე,  სულ ორი სოლო კონცერტი გამართა: 2007 და 2017 წელს. მის კონცერტს, თითქმის ყველა ცნობილი მომღერალი დაესწრო და მათ, თითქმის ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულეს. იგი, ამჟამად, კვალვ აქტიურად არის ჩართული შემოქმედების პროცესში. აქვს, ასევე საკუთარი მუსიკალური სტუდია, სადაც ბავშვებს ასწავლის სიმღერას. წლების განმავლობაში კი მუშაობდა „სანო სტუდიაში“. 
    ცალკე აღნიშვნის თემაა, მისი გარეგნული გარდასახვა, რომელიც წონის კლებამ გამოიწვია. რამდენიმე წლის წინ, მან ქირურგიული ჩარევით კუჭი დაიპატარავა და  ხანრგძლივი დიეტის შემდეგ, 64 კილო დაიკლო. მისი გარეგნული ცვლილება, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან მისმა რადიკალურმა გარდასახვამ დიდი გაკვირვება და აღფრთოვანება გამოიწვია. ამის შემდეგ, მან შექმნა ფეისბუქ-ჯგუფი, სახელწოდებით „კაჭოს დიეტა“, რომელსაც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს და მაიკოს რჩევებით, საკამოდ კარგი შედეგებიც აქვთ წონასთან მიმართებით. 

ეს პერსონა
Top