თამო ვაშალომიძე (28 წლის)
  • ფოტომოდელი
  • 12 ივლისი, 1991 წელი
  • სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

  • მოდელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ფოტომოდელი. მან საზოგადოებას თავი ეროტიკული და თამამი ფოტოსესიებით დაამახსოვრა. თავდაპირველად, გამოირჩეოდა მოდელისთვის არადამახასიათებელი სხეულის ფორმებითა და წონით. ზოგს მოსწონდა მისი გარეგნობა, ზოგი კი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდა. თუმცა, პლასტიკური ოპერაციების წყალობით მისი ფიზიკური მონაცემებიც თანდათან დაიხვეწა. გაიკეთა ცხირისა და უკანალის ოპერაცია, რომელიც დააზღვია კიდეც. ხასიათდება ხშირი იმიჯის ცვლილებითაც. არის რამდენიმე ბრენდის სახე: IPlus-ის, Mima-სი და ა.შ. 
    მისმა ფოტოსესიამ, სადაც ეროტიკულ ადგილებზე ხინკლები ჰქონდა აფარებული, საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და განხილვის საგნად იქცა.
    ასევე, მან თავი მაყურებელს კესარია აბრამიძესთან ერთად გადაღებული კლიპითაც დაამახსოვრა, სადაც ისინი საქორწილო კაბებში იყვნენ გამოწყობილი და შეყვარებულების როლს თამაშობდნენ. 
    თამო, ტელევიზიების ხშირი სტუმარია. სკანდალური იმიჯის მქონე მოდელს, საკმაოდ მწვავე კითხვებსაც უსვამენ და აკრიტიკებენ კიდეც გაუნათლებლობის გამო. 
    ამჟამად, იგი ახალი რეალითი შოუს დაწყებისთვის ემზადება, რომლის წამყვანიც თავადვე იქნება და რომელიც მის ყოვედღიურ ცხოვრებას ასახავს.

  • ჰყავს შვილი სოფია. იგი სოფიას მამის ვინაობას არ ამხელს, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის ბიზნესმენია, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს. წყვილს ურთიერთობა აღარ აქვს, რადგან კაცი ცოლს შეურიგდა და თამო მიატოვა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • თამო, კახეთში ერთ ღარიბ ოჯახში გაიზარდა, დედასთან და ბებიასთან ერთად. დედამისს სასმელთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ხშირად ავიწროებდა თამოს, აკრძალვებს უწესებდა, ძალით ათხოვებდა სრულიად უცნობ მამაკაცზე და სწორედ, დედამ ჩაასმევინა ის სამართალდამცავებს და ექიმებს ფსიქიატრიულ კლინიკაში. მან, რამდენჯერმე თვითმკვევლობაც კი სცადა. შემდეგ ინანა, რადგან იმ პერიოდში, ეკლესიაში მედავითნე იყო, რელიგიურად ცხოვრობდა და მისი ეს საქციელი მართმადიდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. არასრულწლოვანი იყო, როდესაც სახლიდან წამოვიდა და მარტო დაიწყო ცხოვრება, გაჭირვებულ და მძიმე დღეებთან ბრძოლა. ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც კი გახდა. თუმცა, შეძლო საკუთარი ნიშის პოვნა, კარიერული წინსვლა და საკმაოდ, პოპულარული ფოტომოდელიც კი გახდა. 

ეს პერსონა
Top