რამი მალეკი (38 წლის)
  • მსახიობი
  • 12 მაისი, 1981 წელი - დაიბადა ლოს-ანჯელესში
  • 2003 წელს დაამთავრა ევანსვილის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის დიპლომი ხელოვნებაში.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პირველი ეგვიპტური წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი, რომელმაც ოსკარის ჯილდო მოიპოვა. 
    რამი მალეკს კარიერის დასაწყისში ჰოლივუდში დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა. თავის გატანის მიზნით, პიცის მიმტანად დაიწყო მუშაობა. ასევე, ჰოლივუდის ერთ-ერთ რესტორანში სენდვიჩებს ამზადებდა. მიუხედავად იმისა, რომ მალიკმა თავისი რეზიუმე არაერთ საპროდიუსერო კომპანიაში გაგზავნა, სამსახიობო როლის მოპოვება ვერ შეძლო, რის გამოც დეპრესიაში ჩავრადა. თუმცა, მსახიობს წვალება დაუფასდა და წელიწად ნახევრის შემდეგ, მალეკი პირველ სატელევიზიო როლზე დაამტკიცეს. 2004 წელს, მან მონაწილეობა მიიღო სერიალში „გილმორის გოგონები“.  2005 წელს მალეკმა ითამაშა სერიალში „იქ სადღაც“. 2010 – 2015 წლებში მსახიობი ფილმებში ძირითადად დამხმარე როლებს ასრულებდა. 2011 წელს მალეკის მონაწილეობით გამოვიდა სერიალი „წყნარი ოკეანე“, რომელშიც შელტონის პერსონაჟს განასახიერებდა. იმავე წელს, ტომ ჰენკსთან და ჯულია რობერტსტან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში „ლერი კროუნი“. მისი მონაწილეობით 2012 წელს გამოვიდა ფილმები „საზღვაო ომი“ და ოსტატი“.
    2015 წლიდან მალეკი საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა. მისი მონაწილეობით გამოვიდა ფსიქოლოგიური დრამა - „მისტერ რობოტი“. სერიალში მალეკი მთავარ პერსონაჟს, ელიოტს ანსახიერებს.  ერთი წლის შემდეგ როლისთვის პირველი ემი მიიღო, ორი წლის შემდეგ – ნომინაცია ოქროს გლობუსზე, 2017 წელს კი დამწყების სტატუსიდან გამოცდილ მსახიობებში გადაინაცვლა. 
    2018 წელს მალეკმა ბრიტანულ როკ-ჯგუფ Queen-ის ბიოგრაფიულ ფილმში „ბოჰემური რაფსოდია“ ფრედი მერკურის პერსონაჟი განასახიერა. ფილმი კომერციულად მეტად წარმატებული აღმოჩნდა, რომლის შემოსავალმაც 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მსახიობმა შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარის ჯილდო „საუკეთესო მსახიობი კაცისთვის“.

  • არ არის დაქორწინებული. 2018 წლიდან ხვდება მსახიობ ლუსი ბოინტონს, რომელიც „ბოჰემური რაფსოდიის“ გადაღებებზე გაიცნო. დედა - ნელი აბდელ-მალეკი, ბუღალტერი, ხოლო მამა - სეიდ მალეკი, ტურისტული გიდი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ჯეიმს რენსონთან, რობერტ დაუნი უმცროსთან, ჩარლი ჰანემთან...

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top