გალ გადოტი (34 წლის)
  • მსახიობი, მოდელი
  • 30 აპრილი, 1985 წელი - დაიბადა პეტახ-ტიკვაში, ისრაელში
  • სწავლობდა ჰერცლიის ინტერდისციპლინურ ცენტრში სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობებს

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ებრაელი მსახიობი და მოდელი, რომელმაც გმირის როლი შეასრულა ამერიკულ ფილმში „ქალი საოცრება“(2017). სამსახიობო კარიერის დაწყებამდე, გადოტიმ სამოდელო სფეროში დაიწყო მოღვაწეობა. 18 წლის ასაკში მან „მისს ისრაელის“ წოდება მიიღო, ხოლო 2004 წელს „მის სამყარო“ გახდა. 20 წლის იყო, როდესაც ორ წლიანი სამხედრო სავალდებულო  სამსახური მოიხადა და სწავლა იურიდიული მიმართულებით გააგრძელა. 2009 წელს შეასრულა ჟიზელ იაშარის როლი ფილმში „ფორსაჟი 4“. გადოტის ერთ-ერთ წარმატებულ ფილმად ითველბა „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი“(2016), სადაც ქალი საოცრებას პერსონაჟს განასახიერებს. კრიტიკოსებმა ფილმში სუპერგმირის გამოჩენა ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილად შეაფასეს. 2016 წელს კევინ კოსტნერთან, გარი ოლდმენთან და ტომი ლი ჯოუნსთან ერთად ითამაშა ფილმში „კრიმინალი“.

  • ჰყავს მეუღლე - იარონ ვარსანო, უძრავი ქონების დეველოპერი და ორი შვილი. დედა - ირით ვეისი, მასწავლებელი, ხოლო მამა - მაიკლ გადოტი, ინჟინერი. 

  • არის ისრაელის მოქალაქე
  • დაინტერესებულია სპორტით. თამაშობს კალათბურთს და ჩოგბურთს. ასევე უყვარს მოტოციკლეტის ტარება.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top