თელარა გელანტია (30 წლის)
  • BM.GE-ის ჟურნალისტი
  • 25 იანვარი, 1989 წელი - დაიბადა წალენჯიხის რაიონში
  • დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სწავლობდა ჯიპას „პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში“.

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი ჟურნალისტური საქმიანობით. ძირითადად, აშუქებს ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებს. ამჟამად, მუშაობს ბიზნეს მედიაპორტალ BM.GE-ზე და ჟურნალ FORBES-ზე. იყო „TV პირველის“-ის გადაცემა „ბიზენს კონტრაქტის“ გუნდის წევრი. 2016 წელს, თელარა მუშაობდა „მაესტროზე“ ჟურნალისტად, მაგრამ რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობის გამო, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. არხის დირექტორის ზურაბ ნაყეურის თქმით, ყოვლად დაუშვებელი იყო ტელეკომპანიის ჟურნალისტებს,  არხის მენეჯმენტთან შეუთანხმებლად, მონაწილეობა მიეღოთ კონკურენტი მაუწყებლის გადაცემაში.
    თელარა, საკმაოდ კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, საკმაოდ ნეგატიურად აფასებს. ამას მისი ფეისბუქ-პოსტებიც მოწმობს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს ფრაზა: „შეიქმენი რეპუტაცია და ის იმუშავებს შენთვის“. მისთვის წარმატება პროცესია, რომლის დროსაც საკუთარი შრომით წინ მიიწევ კარიერულ კიბეზე.
  • მესამე კურსზე იყო, როდესაც მეგობრის დაჟინებული მოთხოვნით მუშაობა ახალი ამბების სააგენტო „პირWელ“-ზე დაიწყო. 3 წლის მუშაობის შემდეგ, მან საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო ჟურნალისტიკის სფეროში და მისი კარიერული გზაც აქედან იღებს სათავეს. იყო „რადიო მაესტროს“;  FRONT NEWS-ის; ipn.ge-ს; „პია“-ს და Accent-ის ჟურნალისტი.

ეს პერსონა
Top