ქეით ბლანშეტი (50 წლის)
  • მსახიობი
  • 14 მაისი, 1969 წელი - დაიბადა მელბრუნში, ავსტრალიაში
  • სწავლობდა მელბურნის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლა ერთ წელიწადში მიატოვა.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ავსტრალიელი მსახიობი და თეატრის რეჟისორი, რომელსაც მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, სამი ოქროს გლობუსი, სამი ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო, ორი ოსკარი და ერთი ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო. 
    1999 წელს „People Magazine“-მა ბლანშეტი მსოფლიოს 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის დაასახელა. 2005 წელს კატერინა ჰეფბარნის როლი შეასრულა მარტინ სკორსეზეს ფილმში „ავიატორი“, რისთვისაც მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. 2006 წელს ბრედ პიტთან ერთად ითამაშა ფილმში „ბაბილონი“. 2007 წელს დედოფალი ელიზაბეტ I-ის როლი შეასრულა ფილმში „ელიზაბეტი: ოქროს ხანა“. შესრულებული როლით, ბლანშეტმა კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, ოქროს გლობუსი და ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. ამავე წელს, ჟურნალმა „Time“-მა ბლანშეტი მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 2008 წელს ბლანშეტისა და ბრედ პიტის გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. მსახიობები მონაწილეობდნენ დევიდ ფინჩერის ფილმში - „ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი“. 
    ქეით ბლანშეტმა 50-ზე მეტ ფილმსა და 20-ზე მეტ თეატრალურ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, საფრანგეთის კულტურის მინისტრმა 2012 წელს, ბლანშეტს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა. 

  • ჰყავს მეუღლე - ენდრიუ აპტონი - დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი. ჰყავთ ოთხი შვილი. დედა - ჯუნ გემბლი, მასწავლებელი, ხოლო მამა - რობერტ ბლანშეტი, სარეკლამო მენეჯერი. 

  • არის ავსტრალიის მოქალაქე
  • მეგობრობს ქეით ვინსლეტთან, სანდრა ბულოკთან, ჯულიანა მურთან...

  • მისი ჰობია მუშაობა.
  • 2018 წლის კანის კინო ფესტივალზე ქეით ბლანშეტის ხელმძღვანელობით, მოეწყო საპროტესტო აქცია, რომელშიც სელმა ჰაიეკი, კრისტენ სტიუარტი და სხვა მსახიობი, რეჟისორი თუ პროდიუსერი ქალებიც ირებდნენ მონაწილეობას. სპონტანური აქციის მიზანი იყო ქალებისათვის თანაბარი ანაზღაურების მოთხოვნა და ჰოლივუდში სექსუალური შევიწროების დასრულება. ბლანშეტი, რომელიც ასევე კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს, თავის განცხადებაში თქვა, რომ: „ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი სამუშაო ადგილები იყოს მრავალფეროვანი და თანასწორუფლებიანი, იმისთვის, რომ საუკეთესოდ გამოჩნდეს ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top