შოთა დიღმელაშვილი (33 წლის)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრის პროექტ "ფლანგვის დეტექტორის" ხელმძღვანელი
  • 17 ივნისი, 1986 წელი
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტი

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი.   წლებია, რაც აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო გამოსვლებში. არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწყებული და გამართული აქციებისა. გარდა ამისა, 2010 წელს, მან ირაკლი კაკაბაძესთან და ალექსი ჩიღვინაძესთან ერთად ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საპროტესტო არტაქცია მოაწყო. ისინი ქუჩის სახელწოდების შეცვლას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას მოითხოვდნენ, რა დროსაც აქტივისტები პოლიციამ დააპატიმრა. ის, ასევე აქტიურად მონაწილეობდა „თეთრი ხმაურის“ მიერ გამართულ აქციებში და მოითხოვდა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. აღნიშნავდა, რომ რაც უფრო გადაიდებოდა ეს თემა, მით უფრო მეტი მსხვერპლი ეყოლებოდა ქვეყანას.  გამოირჩევა კრიტიკული გამოსვლებით და ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული რადიკალური განცხადებებით.  ხშირად, საუბრობენ თუ რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერია შოთა დიღმელაშვილი. „იუთუბზე“ ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ იგი წარსულში, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე „ქართულ ოცნებასაც“ უჭერდა მხარს. საბოლოოდ, კი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდაო. მოსაზრებების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. იგი ჟურნალ Forbes Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორია.

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იგი შოთა გაგარინის ფსევდონიმით წერდა ლექსებსა და ესსეებს. თანამშრომლობდა ჟურნალებთან „ცხელი შოკოლადი“ და „ტაბულა“. მიჰყავდა ბიზნეს გადაცემები ტელეკომპანია „პირველსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ეს პერსონა
Top